მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 1:4

3. დღენიადაგ თქვენთვის მლოცველნი მადლს ვწირავთ ღმერთს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას,4. რადგანაც გავიგეთ თქვენი რწმენა ქრისტე იესოში და სიყვარული ყველა წმიდის მიმართ,5. ცაში თქვენთვის გამზადებული იმედის გამო, რაც წინასწარვე ისმინეთ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით,
კოლასელთა მიმართ თავი 1
4. რადგანაც გავიგეთ თქვენი რწმენა ქრისტე იესოში და სიყვარული ყველა წმიდის მიმართ,
თავი ა̂. მადლობაჲ კოლასელთაჲ საკუთრებისათჳს ღმრთისა სასოებითა.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გუესმა სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი ქრისტე იესუჲს მიმართ, და სიყუარული ყოველთა მიმართ წმიდათა, სასოებისა მისთჳს, განმზადებულისა თქუენთჳს ცათა შინა (1,4-5).:

თარგმანი: ეპაფრას მიეთხრა მოციქულისადა ყოველი ჰამბავი კოლასელთაჲ, ვინაჲცა ამას აყუედრებს, ვითარმედ: მე მასმიოდა თქუენთჳს ქრისტე იესუჲს მიმართ ოდენ ქონებაჲ სარწმუნოებისაჲ. ხოლო აწ არა უწყი, თუ ვითარ ანგელოზნი შეგირაცხიან ღმრთისა მიმართ მიმყვანებელად, დამვიწყებელთა ესაიაჲს თქუმულისათა, ვითარმედ: "არა ანგელოზმან, არცა მამშჳდებელმან, არამედ თავადმან უფალმან იჴსნნა იგინი" (). ამისთჳს სარწმუნოებაჲ, რომელ არს ღმრთად აღსაარებაჲ, ესე ქრისტესა განუკუთნა, თანა მამით და სულითურთ, ხოლო წმიდათა მიმართ ზოგად სიყუარული, ვითარცა ჩუენ თანავე მსახურთა მეუფისათა, რამეთუ ყოველთავე მის თავადისა მიერ მოგუეცემის სასოებაჲ საუკუნოჲსა ცხორებისაჲ, რომლისა მიერ არა გჳჴმს სულმოკლებაჲ აქათა ამათ ჭირთა შემთხუევისათჳს, ვინაჲთგან უწყნით იგინი მომატყუებელ მერმისა განსუენებისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის