თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ სდევნის წინადაცუეთისა მაწუეველთა მათცა, და უჩუენებს მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ არღარად საჴმარ არს მათდა ჴელითა კაცობრივითა წინადაცუეთაჲ, ვინაჲთგან სული წმიდაჲ ჴელით-უქმნელად მოქმედებს ამას მათ შორის, და მკუეთელობითა სიტყჳსაჲთა მოუსპობს მათგან ნამეტნავსა ჴორციელთა შუებათასა, რომელ არს მოქალაქობაჲ ბილწი და არაწმიდაჲ, რომელთა აწ ჴორციელად ცოდვისა უწოდს აღძარცულად ნათლისღებისა მიერ, რამეთუ რაჟამს გურწმენეს ქრისტესი, მაშინ ნათელ-ვიღებთ სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა, ვითარ-იგი მან თავადმან ბრძანა მოწაფეთა მიმართ, წარავლინებდა რაჲ ქადაგებად და ხარებად სასუფეველისა, რომლისათჳს იგი თავადი მოივლინა მამისა მიერ. ამისთჳს ზოგადი არს სამთაჲვე ნიჭი ესე ნათლისღებისა მიერ ცოდვათა მოტევებისაჲ — მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ. ხოლო წარმმართებელ და მომატყუებელ ამის მადლისა არს განჴორციელებაჲ ძისა მხოლოდშობილისაჲ. და ამისთჳს იწოდების სულიერი ესე წინადაცუეთაჲ ქრისტესდად, რამეთუ მან მომცა ჩუენ სახე ესე ნათლისღებისაჲ, რაჟამს წმიდა ყვნა წყალნი მათ შინა განბანითა თჳსითა.
კოლასელთა მიმართ 2:11
10. და თქვენც სავსენი ხართ მასში, ვინც არის თავი ყოველი მთავრობისა და ხელმწიფებისა.11. მასშივე ხართ წინადაცვეთილნი ხელთუქმნელი წინადაცვეთით: ესაა განძარცვა ცოდვილი ხორციელი სხეულისაგან - ქრისტესეული წინადაცვეთა.12. მასთან ერთად დაიმარხეთ ნათლისღებით და მასთან ერთადვე აღდექით ღმერთის ქმედითი ძალის რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი.
კოლასელთა მიმართ თავი 2