მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 2:13

12. მასთან ერთად დაიმარხეთ ნათლისღებით და მასთან ერთადვე აღდექით ღმერთის ქმედითი ძალის რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი.13. და თქვენც, ცოდვებითა და თქვენი წინადაუცვეთელობით მკვდრები, მასთან ერთად გაგაცოცხლათ ცოდვათა მოტევებით.14. სწავლით წარხოცა ჩვენგამო შეთხზული და ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ხელწერილი; შუაგულიდან აიღო და ჯვარს მიალურსმა იგი.
კოლასელთა მიმართ თავი 2
13. და თქვენც, ცოდვებითა და თქვენი წინადაუცვეთელობით მკვდრები, მასთან ერთად გაგაცოცხლათ ცოდვათა მოტევებით.
თავი ზ̂. ვითარმედ ღმრთისა თანა შეერთებასა შჯულისაცა წესი აქუს სულიერად, რაჲთა ქრისტეს თანა ცხოველ იყვნენ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და თქუენცა მკუდარ იყვენით შეცოდებათა შინა და წინადაუცუეთილებითა მით ჴორცთა თქუენთაჲთა, ამის თანა განგაცხოველნა თქუენ (2,13).:

თარგმანი: აჰა, ცხად ყო, ვითარმედ, ვითარ-იგი აღდგომაჲ, ეგრეთვე სიკუდილიცა სხუა იყო ჩუენი, რამეთუ ქრისტეს სიკუდილი ჴორცითა იყო, ხოლო ჩუენი — სულითა შეცოდებისა მიერ. და წინადაუცუეთელ ვიყვენით, არა ხოლო ჴორციელისა მის ტყავისა, არამედ ყოველთა ჴორციელთა გულისთქუმათა მეტნობითა, რამეთუ ყოველივე, ზომიერისაგან მეტი, ცოდვა არს. ამისთჳსცა მან თავადმან მკუეთელობითა სიტყჳსაჲთა მოგუკუეთა მეტი ჴორციელთა გულისთქუმათაჲ, და მკუდარნი უქმებითა კეთილთაჲთა მის თანა განგუაცხოველნა მოქმედებითა კეთილთა საქმეთაჲთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის