თარგმანი: ვინაჲთგან ვრცელად წარმოთქუმითა ქადაგა ქველისმოქმედებაჲ ნიჭთა საღმრთოთაჲ, ამისთჳს აწ განაცხადებს მხილებასა ბრალისა მათისასა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ვინაჲთგან ესევითართა ნიჭთა ზეცისათა ღირს-ქმნულ ხართ, რაჲსაღა გეშინის მათგან, რომელნი განგიკითხვენ თქუენ, უძლურთა ამათთჳს წესთა ქვეყნიერთა, რომელ არს არა-დაცვაჲ ჰურიაებრისა მის კრძალვისაჲ საჭმელთათჳს და სასუმელთა, რაჲთა რომელიმე შეგერაცხოს წმიდად, და რომელიმე — არაწმიდად. ხოლო კერძო დღესასწაულ ამისთჳს უწოდს დღესასწაულთა მათ ჰურიათასა, რამეთუ ჰურიაობისაგან მოქცეულნი იგი რომელსამე წესსა მათთა მათ ძუელისა შჯულისა დღესასწაულთასა იმარხვიდიან, ვითარცა ჰურიანი, ხოლო რომელსამე დაჰჴსნიდიან, ვითარცა ქრისტიანენი, რამეთუ არა დიდსა რასმე ჰყოფდიან, ვითარ-იგი იყო დღესასწაული კარვობისაჲ, უცომოებისა გინა მეერგასისაჲ, არამედ — მცირეთა რათმე, ვითარ-იგი იყო შაბათი და თჳსთავი; და მათცა არა სრულებით, არამედ ზოგს-რე დაიცვიდიან, ვითარცა ჰურიანი, და ზოგს-რე დაჰჴსნიდიან, ვითარცა ქრისტიანენო; ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "ნუმცა ვინ განგიკითხავს", ესე იგი არს, ვითარმედ: "არათუ თჳთ იქმან მას, რომლისათჳს თქუენ...
კოლასელთა მიმართ 2:16
15. ძალისაგან განძარცვა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საჯაროდ განაქიქა და ჯვრით იმძლავრა მათზე.16. ამიტომ ნურავინ განგსჯით საჭმლისა თუ სასმლის, რაიმე დღესასწაულის, ახალმთვარობისა თუ შაბათთა გამო.17. ყოველივე ეს მხოლოდ ლანდია იმისა, რასაც მომავალი მოიტანს, სხეული კი არის ქრისტესი.
კოლასელთა მიმართ თავი 2