თარგმანი: ამას ეტყჳს, რაჲთა არცა ერთი რაჲ სასოებაჲ აქუნდეს კაცობრივისა ენამჭევრობისა მიმართ, რამეთუ თჳნიერ ღმრთისა მიერისა გამოცხადებისა ვერ შესაძლებელ არს ცნობაჲ ესევითართა საიდუმლოთაჲ, ვინაჲცა მოციქული მიფარულად-რე ამხილებს, ვითარმედ: მეცნიერ ვარ მათ, რომელნი გაცთუნებენ თქუენ ესევითარითა მით სივერაგითა სოფლიოჲსა სწავლულებისაჲთა, და არარაჲ დამეფარვის მისგანი, შორიელობისათჳს ჴორცთაჲსა, რომელი-ესე არა გარე-შევიწერები სულითა. ხოლო მიფარულად მხილებისა მიზეზ არს, რომელი-იგი მრავალგზის გჳთქუამს, — რაჲთა არა უმეტესად ურცხჳნო ყვნეს იგინი. ამისთჳს აწ მხილებისა სიტყუაჲ სიყუარულისა და ქებისა პირსა ზედა წარმოთქუა.
კოლასელთა მიმართ 2:5
4. ამას ვამბობ, რათა არავინ გაცთუნოთ შემპარავი სიტყვით.5. ვინაიდან, თუმცა ხორცით შორსა ვარ თქვენგან, მაგრამ ახლო ვარ სულით, და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესრიგსა და რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში.6. ამიტომ, როგორც მიგიღიათ უფალი ქრისტე იესო, ისევ იარეთ მასში.
კოლასელთა მიმართ თავი 2