თარგმანი: აქაცა სიტყჳთა შესხმისაჲთა ასწავებს, ვითარმედ: თქუენ ხართ უფალ წესიერად პყრობისა თავთა თქუენთაჲსა, რაჲთა არცა ერთი რაჲ უწესოებაჲ შემოიღოთ თქუენ შორის მიმორყევითა და არამტკიცედ დგომითა თქუენითა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა. ამისთჳს ნუღარას უახლესსა, არამედ მასვე წესსა ზედა მეცნიერ იყვენით საიდუმლოსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, ვითარმედ არა ანგელოზთა მიერ, არამედ მხოლოდშობილისა ძისა თჳსისა მიერ მოგიყვანნა თქუენ მამამან შორიელობისა წილ მახლობელ ყოფად.
კოლასელთა მიმართ 2:6
5. ვინაიდან, თუმცა ხორცით შორსა ვარ თქვენგან, მაგრამ ახლო ვარ სულით, და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესრიგსა და რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში.6. ამიტომ, როგორც მიგიღიათ უფალი ქრისტე იესო, ისევ იარეთ მასში.7. რადგანაც მის მიერ ხართ დამკვიდრებულნი, მასში ფესვგადგმულნი და, როგორც გისწავლიათ, რწმენით განმტკიცებულნი. მასშივე იზარდეთ მადლიერებით.
კოლასელთა მიმართ თავი 2