თარგმანი: ესე არს მას ზედა დაფუძნებაჲ, რაჲთა მარადის მას ზედა ვეგნეთ და არა ოდესმე ქრისტეს და ოდესმე ბელიარს, არამედ მარადის ქრისტესა ვჰმსახურებდეთ. ხოლო მას ზედა აღშენებაჲ — რაჲთა საფუძველსა ზედა და სიმტკიცესა სარწმუნოებისა მისისასა ვაშენებდეთ კეთილთა საქმეთა, და ყოველსავე შინა ვჰმადლობდეთ მას, რომელმან-იგი ესევითარისა მისგან შორიელობისა ესოდენ მახლობელ თჳსა მყვნა, რამეთუ სიმდაბლით მადლობითა გარდასრულთა ქველისმოქმედებათაჲთა მოგუენიჭების აღმატებაჲ წინამდებარისაცა მიმართ სიმაღლისა სრულებათაჲსა.
კოლასელთა მიმართ 2:7
6. ამიტომ, როგორც მიგიღიათ უფალი ქრისტე იესო, ისევ იარეთ მასში.7. რადგანაც მის მიერ ხართ დამკვიდრებულნი, მასში ფესვგადგმულნი და, როგორც გისწავლიათ, რწმენით განმტკიცებულნი. მასშივე იზარდეთ მადლიერებით.8. ფრთხილად იყავით, რათა არავინ გაცთუნოთ სიბრძნისმეტყველებითა და ფუჭი საცთურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით.
კოლასელთა მიმართ თავი 2