თარგმანი: კეთილად იწყებს მოძღურებასა, განმაკრძალებელსა მსმენელთასა, რაჲთა ეშინოდის, ნუუკუე სახელითა სიბრძნისმოყუარებისაჲთა შესტყუონ მათ ცუდი საცთური, განმაქარვებელი სარწმუნოებისაჲ წესითა მზაკუვარებისაჲთა, რომელ არს მოძღურებაჲ კაცობრივი და არა ქრისტეს მიერი, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ნივთთა მათებრ ამის სოფლისათა. რამეთუ სახელითა ნივთთაჲთა მყუდროებით ამხილებს მათ, რასა-იგი საწარმართოჲთა სიბრძნითა განლაღებულნი აცთუნებდეს მათ. ესე იგი იყო, რაჲთა ნივთთა რათმე ამის სოფლისათა იზმნიდენ, რომელ არს მოქცევი მზისა და მთოვარისაჲ, მოკლებითურთ და შემატებით მათით, და ესევითარისა მის ზმნითა ქრისტესგან განგდებულ ჰყოფდეს მათ, რომლისათჳს მოციქული იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ყოველივე ესე სოფელი წარმავალ არს, რაჲსაღა თქუენ ნივთთა მისთა ჰმონებთ?
კოლასელთა მიმართ 2:8
7. რადგანაც მის მიერ ხართ დამკვიდრებულნი, მასში ფესვგადგმულნი და, როგორც გისწავლიათ, რწმენით განმტკიცებულნი. მასშივე იზარდეთ მადლიერებით.8. ფრთხილად იყავით, რათა არავინ გაცთუნოთ სიბრძნისმეტყველებითა და ფუჭი საცთურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით.9. რადგანაც მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება.
კოლასელთა მიმართ თავი 2