მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 3:24

23. ყველაფერი, რასაც აკეთებთ, გულით აკეთეთ, როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის.24. იცოდეთ, რომ უფლისგან საზღაურად მიიღებთ მემკვიდრეობას, ვინაიდან უფალ იესოს ემსახურებით.25. უსამართლოს კი მიეგება იმის მიხედვით, რაც უსამართლოდ მოიმოქმედა, რადგანაც უფლისთვის უცხოა მიკერძოება.
კოლასელთა მიმართ თავი 3
24. იცოდეთ, რომ უფლისგან საზღაურად მიიღებთ მემკვიდრეობას, ვინაიდან უფალ იესოს ემსახურებით.
თავი ი̂. სახლეულთა და თჳსთა ურთიერთას სიყუარულით ცხორებაჲ, და თითოსახე სწავლაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უწყოდეთ, რამეთუ უფლისა მიერ მოიღოთ მოსაგებელი მკჳდრობისა მის თქუენისაჲ, რამეთუ უფალსა ქრისტესა ჰმონებთ. ხოლო რომელი-იგი მავნებელ იყოს, მოეგოს, რაჲცა-იგი ავნო, და არა არს თუალ-ხუმაჲ (3,24-25).:

თარგმანი: ვითარცა ჩჩჳლთა, ეტყჳს მათ და წინა-დაუდებს სასყიდელსა მორჩილებისასა და პატიჟსა ურჩებისასა, და ორსავე ამას — ორსახედ; რამეთუ არა ხოლო საუკუნოსა მას მკჳდრობასა, არამედ საწუთროსაცა ამას მწირობასა მრავალგზის მიეცის კაცსა თუალუხუავი მისაგებელი საქმეთაებრი. ხოლო თუალუხუაობასა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ შენ მონამან გლახაკმან ორგულებით რაჲმე ანუ მდიდარსა მას უფალსა შენსა არა თუალ-გახუნეს სიგლახაკისათჳს, არცა შეგიწყალოს, არამედ ჯეროვანი პატიჟი მიგჴადოს, და კუალად, უკუეთუ ქრისტიანემან მონამან შეურაცხ-ყოს უფალი თჳსი წარმართობისათჳს, არცა მას თუალ-ახუამს ღმერთი ქრისტიანობისათჳს, არამედ თუალუხუავად მიჰჴდის პატიჟსა წარმართისა მის უფლისა თჳსისა შეურაცხ-ყოფისასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის