თარგმანი: ზემო კმა იყო არისტარხოჲს პატივად თანატყუეობაჲ, რამეთუ პავლეს თანა კრული წარყვანებულ იყო ჰრომით. ხოლო აწ მარკოზისთჳს ქებად კმა-იყოფს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ძმისწულობასა ბარნაბაჲსსა, ვითარცა დიდსა რასმე პატივსა მთავრობისასა, რამეთუ დიდ იყო სახელი ბარნაბაჲსი გუნდსა შორის მოწაფეთასა, რამეთუ მოციქულსა მიეცა კოლასელთადა მცნებად, რაჲთა არა შეიწყნარონ მარკოზ, მგზავრ დატევებისა მისთჳს მისისა და ბარნაბაჲსისა, რაჟამს სულმოკლემან ჭირთათჳს და დევნულებათა დაუტევა მსახურებაჲ მათი, რომლისათჳს არა ხოლო კოლასელთა, არამედ ყოველთა ეკლესიათადა ემცნო არა-შეწყნარებაჲ მისი. ხოლო ვინაჲთგან უკუანაჲსკნელ შეინანა და ჯეროვნად ჰმსახურა საღმრთოსა ქადაგებასა, ამისთჳს აწ ამცნებს პატივით პყრობად მისსა, ოდესცა მივიდეს მათდა, რამეთუ ჯერეთ ეგულებოდა ოდენ, არამედ არა წარსრულ იყო. ხოლო ესე დიდი ყუედრებაჲ იყო ჰურიათაჲ, რამეთუ მათისა მის ესოდენისა სიმრავლისაგან ორნი ხოლო ესე — მარკოზ და იოსტოს იყვნეს თანამოქმედ მოციქულისა, ქადაგებასა შინა სასუფეველისასა, და ნუგეშინისმცემელ ჭირთა მათ, მისდა შემთხუეულთა ქრისტესთჳს.
კოლასელთა მიმართ 4:11
10. მოკითხვას გითვლით არისტარქე, ჩემთან ერთად ტყვედ ნამყოფი, აგრეთვე მარკოზი, ბარნაბას ბიძაშვილი, ვისზედაც გაცნობეთ, თუ გეწვიათ, შეიწყნარეთ-მეთქი,11. და იესო, იუსტუსად წოდებული; წინდაცვეთილთაგან მხოლოდ ესენი მედგნენ მხარში ღვთის სასუფევლის ქადაგებისას, მხოლოდ ესენი იყვნენ ჩემი ნუგეში.12. მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, დღენიადაგ რომ ლოცულობს თქვენთვის, რათა მტკიცედ იდგეთ, სრულნი და სავსენი ღვთის მთელი ნებით.
კოლასელთა მიმართ თავი 4