თარგმანი: ესე იგივე ლავდიკელნი არიან, რომელთა მიმართ ქუემორე წარცემასა იტყჳს ებისტოლისასა, რომელთა შორის იყო ნჳმფა, რომელმან სახლი თჳსი შექმნა ეკლესიად, ფრიადითა მჴურვალებითა სარწმუნოებისაჲთა, ვითარ-იგი უსაკუთრესად იტყჳს: და ნჳმფას და სახლეულსა მისსა ეკლესიასა. ცხად არს, რამეთუ მამაკაცი იყო ახოვანი სულითა, რომელმან შესაკრებელ მორწმუნეთა ყო სახლი თჳსი.
კოლასელთა მიმართ 4:15
14. მოგიკითხავთ ლუკა, საყვარელი მკურნალი, და დემასი.15. მოიკითხეთ ლაოდიკელი ძმები, აგრეთვე ნიმფასი და მისი შინაური ეკლესია.16. როცა ამ წერილს წაიკითხავთ, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, მათთვის გაგზავნილი წერილი კი თქვენც წაიკითხეთ.
კოლასელთა მიმართ თავი 4