მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 4:18

17. არქიპოსს უთხარით: შენ იცი, როგორ აღასრულებ მსახურებას, უფლისგან რომ მიიღე-თქო.18. მოგიკითხავთ მე, პავლე, ჩემი ხელით. გახსოვდეთ ჩემი ტყვეობა. მადლი თქვენთან. ამინ.
კოლასელთა მიმართ თავი 4
18. მოგიკითხავთ მე, პავლე, ჩემი ხელით. გახსოვდეთ ჩემი ტყვეობა. მადლი თქვენთან. ამინ.
თავი ი̂. სახლეულთა და თჳსთა ურთიერთას სიყუარულით ცხორებაჲ, და თითოსახე სწავლაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: კითხვაჲ ჴელითა ჩემითა პავლესითა მოიჴსენენით კრულებანი ჩემნი. მადლი თქუენ თანა. ამენ (4,18).:

თარგმანი: ესე არს საზღვარ სრულისა სიყუარულისა, რაჲთა წერილი რაჲ წმიდათა მათ ჴელთა მისთაჲ იხილვებოდის, სრულებითი იგი მოწყალე თანალმობაჲ მისი ყოველთა შორის იქადაგებოდის. ეჰა, რაოდენღა დიდ არს ნუგეშინისცემაჲ ესე: მოძღუარი კრულებათა შინა მყოფ არს, და ესოდენ შეუწუხებელითა გონებითა ივნებს ქრისტესთჳს, რომელ, ვითარცა სამეუფოთა სასუენებელთა შინა მყოფი, არღარა სიტყჳთ, არამედ ჴელით წერითცა მოიკითხავს მოწაფეთა და საჴსენებელ მათდა ჰყოფს კრულებათა თჳსთა, მათ თანა მყოფებითა მადლისა საღმრთოჲსაჲთა, რამეთუ არათუ საღმრთოჲსა მადლისა მეცნიერებაჲ ვინმე თანაშემწე-იყოს, ვერ შეუძლებს ჯეროვნად გულისჴმისყოფად ესრეთ, ვითარმედ: დაღაცათუ შეკრულ არს, არამედ ზეგარდამოჲ მადლი განჰჴსნის მას, რამეთუ მისითავე განგებულებითა ქმნილ არს შეკრვაჲ მისი. ამისთჳს მხიარულ არს ჭირთა და ტანჯვათა შინა, ვითარ-იგი გესმის ლუკაჲსგან, ვითარმედ: "მოიქცეს მოციქულნი პირისაგან შესაკრებელისა და უხაროდა, რამეთუ ღირს იქმნნეს სახელისათჳს მისისა ვნებად" (). ამითვე პირითა შეაერთა მოციქულმან მოჴსენებასა თანა კრულებათასა მოფენაჲ მადლისაჲ, რამეთუ არა ხოლო...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის