თარგმანი: იყო მრავალი რაჲ, რომელსა არა ჯერ-იყო დაწერაჲ ებისტოლესა ამას შინა, სიმრავლესა ზედა ერისასა წარსაკითხავსა; ამისთჳს თჳსაგან ვიეთსამე საიდუმლოდ სათხრობელსა ტჳქიკოჲს მიერ ეტყჳს. მხოლოდ ამას ოდენ აუწყებს, ვითარმედ სარწმუნო არს, ვითარცა მეტყუელი ჭეშმარიტებისაჲ. ამისთჳსცა საყუარელად ძმად და სარწმუნოდ მონად უწოდს უფლისა, რამეთუ პავლეს თანაზიარ ქმნილ იყო ჭირთა პყრობილობისა მისისათა, გარნა ყოველსავე ზედა დიდი სიყუარული არს, მხოლოდ ამისთჳს ოდენ მივლინებაჲ კაცისა ესევითარისაჲ, რაჲთა ცნას ჰამბავი მათი და ნუგეშინის-სცეს გულთა მათთა მითხრობითა ამისითა, ვითარმედ კრულებათა შინა არს მოძღუარი, რაჲთა მათცა სმენითა პავლეს ღუაწლთაჲთა მოიგონ მოთმინებაჲ ჭირთა მათ შინა, რომელ იყვნეს. ხოლო შენ იხილე ონესიმესიცა, ვითარ მონასა ფილიმონისსა ძმად თჳსად უწოდს მოციქული, რაჲთა ვითარცა საყუარელსა მისსა პატივ-სცემდენ, და ვითარცა მათგანსავე არა ეშურებოდინ, არამედ შეიმკვებოდინ პატიოსნებითა მისითა, და ვითარცა სარწმუნოჲსაგან ჭეშმარიტებით თქუმულად მიითუალონ ყოველი, რაოდენი რაჲ მიუთხრას მათ მისთჳს.
კოლასელთა მიმართ 4:8
7. ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა, სანდო მსახური და თანამოღვაწე უფალში,8. რომელიც იმიტომ გაახლეთ, რომ გაუწყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს,9. ონისიმესთან, სანდო და საყვარელ ძმასთან ერთად; ისინი გაუწყებენ აქაურ ამბებს.
კოლასელთა მიმართ თავი 4