მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ლევიანნი 17:11

10. თუ ვინმე ისრაელიანი ან ვინმე მდგმური, რომელიც მდგმურობს თქვენთან, შეჭამს სისხლს, მივმართავ ჩემს პირს სისხლისმჭამელისკენ და მოვკვეთავ მას თავისი ხალხის წიაღიდან.11. რადგან სისხლშია ხორციელის სული. მე დაგიწესეთ იგი სამსხვერპლოსთვის თქვენი სულის შესანდობლად, რადგან სისხლია, რომ შეუნდობს სულს.12. ამიტომაც ვუთხარი ისრაელიანებს: არავინ თქვენგანმა არ ჭამოს სისხლი; არც მდგმურმა, რომელიც თქვენთან არის მდგმურად, არ ჭამოს სისხლი.
ლევიანნი თავი 17
11. რადგან სისხლშია ხორციელის სული. მე დაგიწესეთ იგი სამსხვერპლოსთვის თქვენი სულის შესანდობლად, რადგან სისხლია, რომ შეუნდობს სულს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 13. „და დანერგო უფალმან ღმერთმან სამოთხე ედემს, აღმოსავალით" (დაბ 2:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სულისა და სხეულის შექმნის წესრიგი (2:8):

...ი წარმოიშვნენ. მიწის შესახებაც ისევ ასევე: „გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი". ადამიანთან კი ასე არ იყო, არამედ ჯერ სხეული შეიქმნა მტვერისგან, შემდეგ კი მას სიცოცხლის ძალა მიენიჭა, რომელიც სულის არსებას შეადგენს. ამიტომ უტყვთა შესახებაც მოსემ თქვა, რომ „სული ყოვლისა ჴორციელისაჲ სისხლი თჳსი არს" (). ხოლო ადამიანში არის უსხეულო და უკვდავი არსება, რომელსაც დიდი უპირატესობა აქვს სხეულზე, სწორედ ისეთი, როგორიც შეეფერება უსხეულოს უპირატესობას სხეულთან მიმართებაში. მაგრამ იქნებ ვინმე იტყვის: რატომ, თუ სული სხეულზე უმაღლესია, დაბალი იქმნება ჯერ, ხოლო შემდეგ — უმაღლესი და უმნიშვნელოვანესი? განა ვერ ხედავ, საყვარელო, რომ (სხვა) ქმნილებებთანაც ასევე მოხდა? ცა და მიწა, მზე და მთვარე, და ყოველივე სხვა, ასევე უტყვი ცხოველებიც უკვე შექმნილი იყვნენ, და ყველა მათ შემდეგ — ადამიანი, რომელსაც ყველა ამ ქმნილებაზე ბატონობა უნდა ეწარმოებინა. ამგვარადვე თვით ადამიანის შექმნისასაც ჯერ სხეული ჩნდება, შემდეგ კი უფრო ძვირფასი — სული. როგორც უტყვი ცხოველები, ადამიანის სარგებლობისა და სამსახურისთვის განკუთვნილნი, მანამდე იქმნებიან, რათა მას, ვისაც მათი გამოყენება უნდოდა, უკვე მზა სამსახური ჰქონოდა, ისე სხეულიც სულზე ადრე შეიქმნა, რათა, როცა ღვთის გ...

სრულად ნახვა