მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ლევიანნი 19:2

1. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:2. ელაპარაკე ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას და უთხარი: წმიდები იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი.3. თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას; დაიცავით შაბათები! მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
ლევიანნი თავი 19
2. ელაპარაკე ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას და უთხარი: წმიდები იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
გარნა რომელნი-ესე სასწრაფო არიან, განშორებად თქუენდა ნაკერპავისაგან, და სისხლისა, და მშთვრისა და სიძვისა, და რავდენი არა გნებავს, რაჲთა გეყოს თქუენ, სხუასა ნუ უყოფთ, რომელთაგან დაიმარხენით თავნი თჳსნი. კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით (15,29).:

...ენით თავნი თჳსნი. კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით (15,29).

თარგმანი: სამნი ესე თხოვანი მშთვრისა და სისხლისა და ნაკერპავისაგან განყენებაჲ მისვე ძუელისა შჯულისაგან შემოიხუნეს. ხოლო მეოთხე ესე, სიძვისაგან განყენებაჲ ზოგად ძუელთა და ახალთა შინა გესმის. მუნ ესე, ვითარმედ: "წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ" (). ხოლო აქა ესე: "რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნას, განხრწნას იგი ღმერთმან" (). ამათი მეხუთე რიცხჳთა თჳთ თავადისა ქრისტესი არს, ვითარმედ: "ყოველი რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, თქუენცა ჰყავთ მათდა მიმართ" (). ამათი დამცველი უნაკლულო იყოს ყოვლისაგან კეთილისა საქმისა, და ცოცხალ ორკერძოვე — სარწმუნოებისა და კეთილთა საქმეთა მიერ.

იგინი ვითარცა წარემართნეს, მოვიდეს ანტიოქიად და შეკრიბეს კრებული იგი და მისცეს წიგნი ჴელთა მათთა. და ვითარცა აღმოიკითხეს, განიხარეს ნუგეშინის-ცემასა მას ზედა (15,30-31).

თარგმანი: არა თჳსაგან თითოეულსა, არამედ ზოგად ყოველთა მისცეს, რაჲთა კადნიერებით ექადაგოს ერთბამად ყოველთა და არა თჳსაგან თითოეულსა, რომლისა აღმოკითხვითა ნუგეშინის-ეცა სულსა წარმართთასა.

იუდაცა და შილა, რამეთუ იგინი წინაჲსწ...

სრულად ნახვა