მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ლუკას სახარება 11:10

9. ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ,10. რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ.11. რომელი მამა იქნება თქვენს შორის, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას; ან თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს მას?
ლუკას სახარება თავი 11
10. რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთერთმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 11; მ. 1-4]

1. და იყო ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ლოცვაჲ, ვითარცა იოვანე ასწავა მოწაფეთა თჳსთა. 2. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. 3. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ. 4. და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. 5. და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი, 6. რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არარაჲ მაქუს, რაჲ დაუგო მას. 7. მან მიუგოს შინაჲთ გამო და ჰრქუას: ნუ შრომასა შემამთხუევ მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად და მიცემად შენდა. 8. გეტყჳ თქუენ: დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისაგან უნდა განსლვად გალილეად, და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას: მომდევდი მე! ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდით, ქალაქისაგან ანდრიაჲსა და პეტრესა“ (1,43-44).:

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისაგან უნდა განსლვად გალილეად, და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას: მომდევდი მე! ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდით, ქალაქისაგან ანდრიაჲსა და პეტრესა“ (1,43-44).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ყოველი რომელი ეძიებდეს, პოვოს“. ; და ამისთჳსცა პოვა ფილიპე მოწფობაჲ ქრისტესი, რამეთუ ვინაჲთგან ანდრიას იოვანეს მიერ ასმიოდა, ხოლო პეტრეს - ანდრიაჲსგან, არამედ ამას არავისგან ასმიოდა, გარნა ოდეს ესმა უფლისა სიტყუაჲ, და მეყსეულად შეუდგა და ქადაგ მისა იქმნა, და ნათანაელ მოაქცია, რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: „რომელი დაწერა მოსე შჯულსა შინა და წინაჲსწარმეტყუელთა, ვპოვეთ“ (1,45). იხილეა, ვითარი სული აქუნდა, რომელი მარადის იწურთიდა სიტყუათა შჯულისათა? ხოლო საკჳრველ არს ანდრიაჲსთჳს და პეტრესთჳს და ფილიპესთჳს, და არა ესე ოდენ, რომელ პირველ სასწაულთა ხილვისა ჰრწმენა, არამედ ესეცა, რომელ ესევითარისა უსწავლელისა ადგილისა, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „გალილიაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“, და იგინი ესევითარნი გამოჩნდეს მუნით. გარნა აქაცა ქრისტემან თჳსი ძალი გამოაჩინა, რამეთუ ესევითარისა უნაყოფოჲსა ქუეყანისაგან ესევითარნი...

სრულად ნახვა