მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ლუკას სახარება 11:20

19. მაგრამ თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი.20. ხოლო თუ მე ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენთან ღმრთის სასუფეველს.21. როცა ძლიერი შეჭურვილი იცავს თავის კარ-მიდამოს, არაფერი ემუქრება მის საბადებელს.
ლუკას სახარება თავი 11
20. ხოლო თუ მე ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენთან ღმრთის სასუფეველს.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთერთმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 11; მ. 1-4]

1. და იყო ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ლოცვაჲ, ვითარცა იოვანე ასწავა მოწაფეთა თჳსთა. 2. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. 3. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ. 4. და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. 5. და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი, 6. რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არარაჲ მაქუს, რაჲ დაუგო მას. 7. მან მიუგოს შინაჲთ გამო და ჰრქუას: ნუ შრომასა შემამთხუევ მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად და მიცემად შენდა. 8. გეტყჳ თქუენ: დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მე სულითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-იწია თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ“ (12,28).:

...ენ ზედა ესოდენი ესე კეთილი, და მოვიდა ჟამი წარმატებისა თქუენისაჲ, რომელსა პირველითგან ჴმობდეს წინაჲსწარმეტყუელნი; გარნა თქუენ არა ხოლო თუ შეწყნარებაჲ სასუფეველისაჲ არა ინებეთ, არამედ ყოვლით კერძო მბრძოლ და წინააღმდგომ იქმნენით.

ხოლო რომელ-ესე მათე იტყჳს, თუ: „სულითა ღმრთისაჲთა“, ლუკა თქუა: „თითითა ღმრთისაჲთა“, რაჲთა ყოვლით კერძო გამოაჩინოს, ვი-თარმედ განსხმაჲ ეშმაკთაჲ დიდ არს და საღმრთოჲსა ჴელმწიფებისა საქმე; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ამით ყოვლითა ცნათ, უგულისჴმონო, ვი-თარმედ მოსრულ არს ძე ღმრთისაჲ. გარნა არა ჰრქუა ესრეთ განცხადებულად, არამედ მიფარულადრე, მრავლისა მის მოშურნეობისა მათისათჳს.

„მო-სამე-იწია თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲო“. იხილე სახიერებაჲ, იხილე მრავალსახე კაცთმოყუარებაჲ ყოვლადბრძნისა მის მეუფისაჲ, ვითარ ყოვლით კერძო სარგებელსა მათსა ეძიებს. არა თქუა, თუ: მოიწია სასუფეველი ღმრთისაჲ, არამედ: „მოიწია თქუენ ზედაო“, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: თქუენ მოგეცა, უბადრუკნო, ესევითარი კეთილი, რაჲსათჳს მბრძოლ ხართ ცხორებისა თქუენისა?

ესე არს ჟამი იგი, რომელსა წინაწარმეტყუელნი გახარებდეს, ესე არს სასწაული, მათ მიერ ქადაგებული, ესევითართა ამათ საკჳრველებათა საქმე, რომელნი-ესე იქმნებიან, ვითარცა ხედავთ. ხოლო საქმენი ქადაგებენ, ვი...

სრულად ნახვა