მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ლუკას სახარება 11:48

47. ვაი თქვენდა, ვინაიდან აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს, ხოლო თქვენმა მამებმა დახოცეს ისინი.48. ამით ემოწმებით და იწონებთ კიდეც თქვენი მამების საქმეებს, ვინაიდან მათ დახოცეს ისინი, ხოლო თქვენ სამარხებს უშენებთ.49. ამიტომაც თქვა სიბრძნემ ღმრთისამ: მოვუვლენ მათ წინასწარმეტყველთა და მოციქულთ, და ზოგ მათგანს მოჰკლავენ, ზოგს კი განდევნიან.
ლუკას სახარება თავი 11
48. ამით ემოწმებით და იწონებთ კიდეც თქვენი მამების საქმეებს, ვინაიდან მათ დახოცეს ისინი, ხოლო თქვენ სამარხებს უშენებთ.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთერთმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 11; მ. 1-4]

1. და იყო ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ლოცვაჲ, ვითარცა იოვანე ასწავა მოწაფეთა თჳსთა. 2. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. 3. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ. 4. და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. 5. და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი, 6. რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არარაჲ მაქუს, რაჲ დაუგო მას. 7. მან მიუგოს შინაჲთ გამო და ჰრქუას: ნუ შრომასა შემამთხუევ მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად და მიცემად შენდა. 8. გეტყჳ თქუენ: დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინაჲსწარმეტყუელთასა და შეამკობთ მოსაჴსენებელსა მართალთასა და სთქჳთ: უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელთასა“ (23,29-30).:

...ჩემებენ ბრალობასა მამათა მათთასა, და იგინი უძჳრესსა მათთასა იქმან. და რაჲთა სცნათ, ვითარმედ იჩემებდეს სიტყუათა მათ და არა ჭეშმარიტებით იტყოდეს, ისმინეთ ლუკაჲსი, ვითარ იტყჳს: „ეწამებით სადმე და თანასათნო-ეყოფითო საქმესა მამათა თქუენთასა, რამეთუ მათ მოსწყჳდნეს წინაჲსწარმეტყუელნი, და თქუენ საფლავთა მათთა აშენებთ“. - გამოაჩინებს უკუე და განაქიქებს გონებათა მათთა, თუ ვითარითა გულისსიტყჳთა აშენებდეს: არა პატივისათჳსო წინაჲსწარმეტყუელთაჲსა, არამედ საცნაურ-ყოფად მოკლვისა მათისა. ნუუკუე სიგრძესა ჟამისასა უცნაურ იქმნენ საფლავნი მათნი, და დაივიწყოს ბოროტისა მის კადნიერებისა მათისა მხილებაჲ. ესრეთ აშენებდეს საფლავთა მათ, ვითარცა საძლეველთა რათმე, და იქადოდეს საქმესა მას ზედა - წინაჲსწარმეტყუელთა კლვისასა. ესრეთ უკუე იტყჳს უფალი, ვითარმედ: აწინდელნი ესე საქმენი თქუენნი გამოაჩინებენ, თუ ვითარითა გულისსიტყჳთა იტყჳთ სიტყუათა მაგათ: „უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელთასა. სწამებთ სადმე თავით თჳსით, ვითარმედ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაჲსწარმეტყუელთანი“ (23,30-31).

რაჲ ცოდვაჲ აქუს შვილსა კაცისმკლველისასა? უკუეთუ გონებითა არა თანაზიარ იყოს მისა, ჭეშმარიტად არარაჲ. საცნაურ არს უკუე, ვი...

სრულად ნახვა