მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ლუკას სახარება 19:36

35. მიჰგვარეს იგი იესოს, ზურგზე დაუფინეს სამოსი და ზედ შესვეს იგი.36. ხოლო როდესაც დაიძრა, გზაზე უფენდნენ თავიანთ სამოსს.37. როდესაც მიადგა ზეთისხილის მთის დაღმართს, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით დაიწყო ღმერთის ხმამაღლა დიდება ყველა იმ სასწაულის გამო, რაც კი ეხილათ.
ლუკას სახარება თავი 19
36. ხოლო როდესაც დაიძრა, გზაზე უფენდნენ თავიანთ სამოსს.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეცხრამეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 19. მ. 1-10]

1. და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ. 2. და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად. 3. და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე. 4. და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო. 5. და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ. 6. და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით. 7. და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად. 8. აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი. 9. ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს. 10. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.

უფალი სტაცებს ყველაზე უფრო მტკიცე ჭურჭელს ეშმაკს და არღვევს მის ქალაქებს. ვინაიდან იხილე, რომ მან არა მხოლოდ მეზვერენი დაიმოწაფა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აგრძნა ყოველმან ერმან ჰურიათამან, ვითარმედ მუნ არს, და მივიდეს არა თუ იესუჲსთჳს მარტოდ, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელი აღადგინა მკუდრეთით“ (12,9).:

...სიმრავლჱ იგი ერისაჲ, რომელი წინაუვიდოდა და უკუანა შეუდგა, კმა იყო შეშფოთებად და შეურვებად მათა, რამეთუ ვერცა ერთმან სასწაულმან შეუძლო ესრეთ მოდრეკად ერისა მის, ვითარცა ლაზარესმან. და სხუაჲ უკუე მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „დაჰფენდეს გზათა ზედა სამოსელთა მათთა“, ; და: „ყოველი ქალაქი შეიძრაო“, და ესევითარითა პატივითა შევიდა. ხოლო ესე ქმნა ამისთჳს, რაჲთამცა ერთი წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღასრულა და ერთი გამოსახა, და ერთისა მის წინაჲსწარმეტყუელებისა იქმნა შესლვაჲ მისი აღსასრულ და მეორისა - დასაბამ. რამეთუ აღსასრულ მის წინაჲსწარმეტყუელებისა იქმნა, რომელ იტყჳს: „გიხაროდენ, ასულო სიონისაო, რამეთუ აჰა ესერა მეუფჱ შენი მოვალს მშჳდი“. ; ; ; ხოლო რომელ-იგი დაჯდა კარაულსა ზედა, მომასწავებელი იყო მომავალისა საქმისაჲ, ესე იგი არს, რამეთუ არაწმიდასა მას ნათესავსა წარმართთასა ეგულებოდა დამორჩილებაჲ მცნებათა თჳსთაჲ. ხოლო ვითარ სხუანი მახარებელნი იტყჳან, ვითარმე...

სრულად ნახვა