მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ლუკას სახარება 5:12

11. როცა ნავები ნაპირს მიაყენეს, მიატოვეს ყველაფერი და გაჰყვნენ მას.12. მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ქალაქში ყოფნისას, აჰა, მოვიდა ერთი კეთროვანი კაცი, იესოს დანახვისას პირქვე დაემხო და შეევედრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.13. გაიწოდა ხელი, შეეხო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე გაეყარა მას კეთრი.
ლუკას სახარება თავი 5
12. მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ქალაქში ყოფნისას, აჰა, მოვიდა ერთი კეთროვანი კაცი, იესოს დანახვისას პირქვე დაემხო და შეევედრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ ნათესავი ურწმუნოჲ და გულარძნილი! ვიდრემდე თქუენ თანა ვიყო? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა! და ვითარცა მოჰგუარეს, შეჰრისხნა მას იესუ, და განვიდა მისგან ეშმაკი იგი, და განიკურნა ყრმაჲ იგი მიერ ჟამითგან“ (17,17-18).:

...უფალმან: „რაჲ ძალ-გიც, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“. რამეთუ ოდეს-იგი კეთროანმან მან ჰრქუა: „უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედაჲ ჩემი“, და წამა დიდი იგი ჴელმწიფებაჲ მისი, აქო იგი უფალმან და დაამტკიცა სიტყუაჲ მისი და ჰრქუა: „მნებავს, განწმიდენი!“ ხოლო ამან ვინაჲთგან ვერარაჲ ღირსი ჴელმწიფებისა მისისაჲ თქუა, არამედ „რაჲ ძალ-გიც, შემეწიეო“, მიუგო იესუ: „რაჲ ძალ-გიც, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“. ხოლო სიტყუაჲ ესე ესრეთ არს, ვითარმედ: ესოდენ არს სიმდიდრე ძლიერებისაჲ ჩემ თანა, ვიდრეღა ჴელმეწიფების სხუათაცა მიცემად მადლი სასწაულთმოქმედებისაჲ. და შენცა, უკუეთუ ვითარცა ჯერ-არს, გრწმენეს ჩემდა მომართ, ძალ-გედვას ამისაცა განკურნებად და სხუათა მრავალთა. ესე რაჲ თქუა, განკურნა ყრმაჲ იგი.

ხოლო ჩუენ ნუ ამისგან ხოლო გულისჴმა-ვჰყოფთ განგებულებასა მისსა და მოღუაწებასა კაცთასა და სიმრავლესა ქველისმოქმედებისა მისისასა, რომელ განჴადა ეშმაკი იგი, არამედ მისვე ჟამისაგან, ვინაჲცა შეუნდო შესლვად მისა. რამეთუ უკუეთუმცა არა წამის-ყოფაჲ კაცთმოყუარებისა მისისაჲ ჰფარვიდა, ადრევემცა მოეკლა იგი სულსა მას არაწმიდასა, ოდესიგი ცეცხლსა შთააგდებდა და წყალსა, რაჲთამცა წარწყმიდა იგი, უკუეთუმცა არა აყ...

სრულად ნახვა