მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ლუკას სახარება 5:21

20. მათი რწმენა რომ იხილა, დავრდომილს უთხრა: კაცო, მოგეტევა შენი ცოდვები.21. ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ბჭობა გამართეს და ამბობდნენ: ვინ არის ეს ღვთისმგმობი? ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა?22. მაგრამ იესომ შეიცნო მათი ზრახვანი და უთხრა მათ: ამას რას ფიქრობთ თქვენს გულში?
ლუკას სახარება თავი 5
21. ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ბჭობა გამართეს და ამბობდნენ: ვინ არის ეს ღვთისმგმობი? ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“ (6,12).:

...გცა, რაჲთა იქმნე შენცა სახიერ და კაცთმოყუარე და მიემსგავსო ქველისსაქმითა და სათნოებითა მით ძჳრუჴსენებლობისაჲთა ღმერთსა. რამეთუ თანანადებთა მიტევებაჲ საქმე არს ღმრთისაჲ, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: „არავის ჴელ-ეწიფების მიტევებაჲ ცოდვათაჲ, გარნა მხოლოსა ღმერთსა“. ; აწ უკუე რომელი ყოვლითა გულითა მიუტევებდეს ბრალთა და თანანადებთა მოყუსისათა, მიემსგავსების იგი ღმერთსა ძალისაებრ თჳსისა, და მოიღებს იგიცა მოტევებასა ყოველთა ცოდვათა თჳსთასა. ამისთჳს მოგცა მცნებაჲ ესე, რაჲთა მიუთხრობელსა ამას კეთილსა ღირს-გყოს, რაჲთა გიჴსნას უშუერებისაგან, მრისხანებისა და ძჳრის-ჴსენებისა, რაჲთა შეგაერთოს ასოსა შენსა თანა, რამეთუ მოყუასი შენი ასოჲ შენი არს.

ვითარ უკუე იკადრო არა მიტევებად ყოველთა ბრალთა ასოჲსა მის და ძმისა შენისათა, რაჲ სთქუა? თუ უსამართლოდ რაჲმე გავნოა? ესე არს თანანადები და შეცოდებაჲ. უკუეთუ არა, რომელი-იგი სამართლად რაჲმე გავნოს, ესე არა შეცოდება არს ყოვლადვე, არცა თანანადებ. არამედ უსამართლოდ ქმნულთა ბრალთა გიჴმს შენდობაჲ, რამეთუ შენცა ესევი-თართავე უსამართლოდ ქმნილთა ბრალთასა ეძიებ შენდობასა და მრავალ-თა თანანადებთა ითხოვ მოტევებასა; მიუტევენ ყოველნი თანანადებნი და შეუნდვენ ყოველნი ბრალნი მო...

სრულად ნახვა