მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ლუკას სახარება 5:30

29. გაუმართა მას ლევიმ თავის სახლში დიდი წვეულება; და იყო იქ ბევრი მებაჟე და სხვა ხალხი, რომლებიც ინახად ისხდნენ მასთან.30. ხოლო მწიგნობრები და ფარისევლები დრტვინავდნენ და მის მოწაფეებს ეუბნებოდნენ: რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?31. მიუგო იესომ და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ.
ლუკას სახარება თავი 5
30. ხოლო მწიგნობრები და ფარისევლები დრტვინავდნენ და მის მოწაფეებს ეუბნებოდნენ: რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).:

...; და ვითარმედ: „ნაზარეთით არს“, რომელი-იგი შეურაცხად აქუნდა; და ვითარმედ: „მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამსო“, ; ; რომელი-იგი იქმოდა ამას, რაჲთამცა იგინი მოიზიდნა, და რამეთუ არა ემოსა სამოსელი სტევისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ. ; და ამას ყოველსა უბადრუკნი იგი ვერ გულისხმა-ჰყოფდეს, არამედ შეურაცხად აქუნდა ქრისტე.

ხოლო რაჟამს იოვანე მარადის მისა მიმართ მიავლენდა მათ, და მათ სირცხჳლ-უჩნდა საქმე ესე და ენება, რაჲთამცა უფროჲსად იოვანე აქუნდა მოძღურად, ხოლო ცხადად ამისა თქუმად ვერ იკადრებდეს, არამედ არა მიავლინნეს მისა მიმართ შეურაცხნი კაცნი, არამედ მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთამცა ჰკითხეს, თუ: „შენ ვინ ხარ?“ რამეთუ არა თუ უცნაური კაცი იყო, არამედ შობაჲცა მისი ყოველთა მიერ იქმნა საცნაურ, ვიდრემდე იტყოდეს, ვითარმედ: „რაჲ-მე იყოს ყრმაჲ ესე?“ და რაჟამს იორდანეს მოვიდა, ყოველნი მისა მივიდოდეს, და ესრეთ სა...

სრულად ნახვა