მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ლუკას სახარება 9:59

58. და უთხრა მას იესომ: მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს - ბუდეები; ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი.59. ხოლო მეორეს უთხრა, გამომყევიო. მან კი თქვა: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი.60. მაგრამ იესომ უთხრა მას: აცალე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა; შენ კი წადი და ღმრთის სასუფეველი ახარე ხალხს.
ლუკას სახარება თავი 9
59. ხოლო მეორეს უთხრა, გამომყევიო. მან კი თქვა: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეცხრე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 9; მ. 1-6]

1. და მოუწოდა იესუ ათორმეტთა მათ მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ძალი და ჴელმწიფებაჲ ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებაჲ. 2. და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა. 3. და ჰრქუა მათ: ნურარაჲ გაქუნ გზასა ზედა, ნუცა კუერთხი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ. 4. და რომელსა სახლსა შეხჳდეთ, მუნ დაადგერით და მიერ გამოვედით. 5. და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ ქალაქით, მტუერი ფერჴთა თქუენთაგან განიყარეთ საწამებელად მათა. 6. და გამო-რაჲ-ვიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა.

აქედანაც ჩანს აღმატებულობა იესოს ღმრთაებრიობისა, ვინაიდან იგი არა მხოლოდ თვითონ იქმოდა სასწუალებს, არამედ იმავე ძალას აძლევდა მოწაფეებსაც. ხოლო გადასცეს თავის მეგობრებს ასეთი ნიჭები, ეჭვგარეშეა, რომ შეუძლია არა ადამიანს, არამედ მხოლოდ ღმერთს. მიანიჭა რა ხელმწიფება არაწმიდა სულებზე, უფალმა არ შეზღუდა ისინი მხოლოდ ამ ძალაუფლების გამოყენებით, არამედ უბრძანა მათ სახარებაც ექადაგათ. მას, ვისაც ჩაბარებული აქვს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲჱ ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა, ვითარ პატიოსან არს და უმჯობეს სოფლიოჲსა მის წარმავალისა:

...ინება ვინმე მოკითხვად სახლეულთა თჳსთა, და არა შეუნდო წინაჲსწარმეტყუელმან.

და რად ვიტყჳ მოკითხვასა სახლეულთასა? მამისა თჳსისა დამარხვაჲ ენება მოწაფეთაგანსა ვისმე, და არცა ესე შეუნდო ყოფად ქრისტემან. ; და რაჲმცა იყო უმეტეს ამისა საჭიროჲ და სათანადოჲ საქმე, ვითარ დამარხვაჲ აღსრულებულისა მამისაჲ? არამედ ესეცა დააყენა. რაჲსათჳს-მე ყო ესე? ამისთჳს, რამეთუ ეშმაკი ყოვლითა ძალითა ზედადგას დახრწევად ჩუენდა გზათაგან საღმრთოთა, და უკუეთუ რაოდენიცა პოოს მიზეზი მცირედისა უცალოებისა და დროებისაჲ, დიდსა უდებებასა იქმს.

ამისთჳს ბრძენი იგი იტყჳს: „ნუ სდროებ დღითი-დღე, უკუეთუ გნებავს გზასა მას საღმრთოსა წარმატებად“.

უკუეთუ ყოველივე ღმრთისათჳს უგულებელს-ჰყო, ყოველივე კეთილად განგემარჯოს, ვითარცა იტყჳს: „ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“. ნუ ზრუნავ უკუე სახლეულთა შენთა, არამედ არწმუნენ იგინი ღმერთსა, რაჲთა მან კე-თილად იღუაწნეს. უკუეთუ შენ იურვოდი მათ, კაცობრივ იურვი, და ღმერ-თი არა ფრიად იღუწის, არამ...

სრულად ნახვა