მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მალაქია 1:10

9. ახლა კი შეევედრეთ ღმერთს, ვინძლო შეგვიწყაღოთ. როგორ შემოგხედოს კეთილად, როცა ეს გამოდის თქვენი ხელიდან? ამბობს ცაბაოთ უფალი.10. რომელმა თქვენგანმა დახშა კარი, რომ ფუჭად არ ანთებდეთ ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე! არ მეთნევით, ამბობს ცაბაოთ უფალი, და არ მეამება თქვენი ხელით მორთმეული ძღვენი.11. რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავლეთიდან დასავლამდე; ყოველ ადგილას დაუკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს შემომწირავენ; რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში, ამბობს ცაბაოთ უფალი.
მალაქია თავი 1
10. რომელმა თქვენგანმა დახშა კარი, რომ ფუჭად არ ანთებდეთ ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე! არ მეთნევით, ამბობს ცაბაოთ უფალი, და არ მეამება თქვენი ხელით მორთმეული ძღვენი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 112-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სათნო ცხოვრება და საყოველთაო ქება:

...ყოველნი ღმერთნი წარმართთა ქუეყანისათანი და თაყუანის-სცეს მას თითოეულმან ადგილისაგან თჳსისა“** (). და კვლავ სხვა წინასწარმეტყველიც: „მით, რამეთუ თქუენ თანაცა დაჴშულ იქმნენ კარნი და არა აღიხუნეთ მსხუერპლისსაცავად ჩემდა ძღუენი“ (); „აღმოსავალთაჲთგან მზისათაჲთ და ვიდრე დასავალთამდე სახელი ჩემი დიდებულ არს წარმართთა შორის და ყოველსა ადგილსა საკუმეველი მოერთუმის სახელსა ჩემსა და მსხუერპლი წმიდაჲ“ ().

2. ეკლესიის მსახურება და ღვთის ყველგანმყოფობა

ხედავ, როგორ შეზღუდა და შეაჩერა იუდეველთა წესები, ხოლო ეკლესიის ცხოვრება მთელ მსოფლიოში გაავრცელა და მსახურება წინასწარ გამოაცხადა? რადგან წინასწარმეტყველი, რომელიც ამას ამბობს, ბაბილონიდან დაბრუნების შემდგომი დროისაა; და სწორედ ამიტომ იწინასწარმეტყველა ეს მაშინ, რათა იუდეველებს არ ეთქვათ, რომ იმ დახშვაზე და ბაბილონში მომხდარ იმ გაპარტახებაზე ლაპარაკობს. რადგან მას შემდეგ, რაც ის ყველაფერი დასრულდა და ისინი წინანდელ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, ამას მალაქია ა...

სრულად ნახვა