მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 1:21

20. და მაშინვე მოუხმო. მათაც მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე, ნავში მყოფ მუშებთან ერთად, და გაჰყვნენ მას.21. მივიდნენ კაპერნაუმს და მაშინვე, შაბათ დღეს, შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა მათ.22. უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ის ასწავლიდა მათ, როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მწიგნობარნი.
მარკოზის სახარება თავი 1
21. მივიდნენ კაპერნაუმს და მაშინვე, შაბათ დღეს, შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა მათ.
მარკოზის სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 1. მ. 21-22):

21. და შევიდეს კაპერნაუმდ. და მეყსეულად დღესა შაბათსა შევიდა შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა მათ. 22. და განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ ასწავებდა მათ, ვითარცა-იგი ვის აქუნ ჴელმწიფებაჲ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი. 

საიდან მოვიდნენ კაპერნაუმში? ნაზარეთიდან და თანაც შაბათ დღეს, როცა ჩვეულებრივ იკრიბებოდნენ სჯულის საკითხავად, მაშინ მოვიდა იესოც, რათა ესწავლებინა. ვინაიდან სჯულიც იმიტომ ბრძანებდა შაბათის ზეიმით აღნიშვნას, რომ ხალხი კითხვით ყოფილიყო დაკავებული, შეიკრიბებოდნენ რა ამისთვის ერთად. უფლის სწავლება კი მამხილებელი იყო და არა მაამებლური, როგორც ფარისევლებისა: არწმუნებდა ეკეთებინათ სიკეთე, ხოლო ურჩებს ტანჯვით ემუქრებოდა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის