მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 1:22

21. მივიდნენ კაპერნაუმს და მაშინვე, შაბათ დღეს, შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა მათ.22. უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ის ასწავლიდა მათ, როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მწიგნობარნი.23. იყო მათ სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც შეჰყვირა და თქვა:
მარკოზის სახარება თავი 1
22. უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ის ასწავლიდა მათ, როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მწიგნობარნი.
მარკოზის სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 1. მ. 21-22):

21. და შევიდეს კაპერნაუმდ. და მეყსეულად დღესა შაბათსა შევიდა შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა მათ. 22. და განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ ასწავებდა მათ, ვითარცა-იგი ვის აქუნ ჴელმწიფებაჲ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი. 

საიდან მოვიდნენ კაპერნაუმში? ნაზარეთიდან და თანაც შაბათ დღეს, როცა ჩვეულებრივ იკრიბებოდნენ სჯულის საკითხავად, მაშინ მოვიდა იესოც, რათა ესწავლებინა. ვინაიდან სჯულიც იმიტომ ბრძანებდა შაბათის ზეიმით აღნიშვნას, რომ ხალხი კითხვით ყოფილიყო დაკავებული, შეიკრიბებოდნენ რა ამისთვის ერთად. უფლის სწავლება კი მამხილებელი იყო და არა მაამებლური, როგორც ფარისევლებისა: არწმუნებდა ეკეთებინათ სიკეთე, ხოლო ურჩებს ტანჯვით ემუქრებოდა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის