მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 1:23

22. უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ის ასწავლიდა მათ, როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მწიგნობარნი.23. იყო მათ სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც შეჰყვირა და თქვა:24. რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოსულხარ! გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდანო.
მარკოზის სახარება თავი 1
23. იყო მათ სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც შეჰყვირა და თქვა:
მარკოზის სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 1. მ. 23-28):

23. და იყო კრებულსა მას შინა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, ღაღატ-ყო 24. და თქუა: ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო? მოსრულ ხარ წარწყმედად ჩუენდა. გიცით შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ. 25. შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ მაგისგან! 26. და დასცა იგი სულმან მან არაწმიდამან, და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განვიდა მისგან. 27. და დაუკჳრდებოდა ყოველთა, ვიდრე გამოძიებადმდე ურთიერთას, და იტყოდეს: რაჲ-მე არს მოძღურებაჲ ესე ახალი, რამეთუ ჴელმწიფებით სულთაცა არაწმიდათა უბრძანებს, და ერჩიან მას? 28. და განჴდა ჰამბავი მისი ყოველსა სოფლებსა გალილეაჲსასა.

ბოროტი სულები „არაწმინდად“ იწოდებიან იმიტომ, რომ უყვართ ყოველგვარი არაწმიდა საქმეები. ადამიანიდან გამოსვლას ეშმაკი საკუთარ დაღუპვად თვლის. უკეთური ეშმაკები საერთოდაც ბოროტ სატანჯველად რაცხენ საკუთარი თავისთვის, როდესაც ადამიანთათვის ბოროტების კეთების ნებას არ რთავენ. ამასთან, არიან რა ავხორცნი და მიჩვეულნი ტკბობას ნივთიერით, ისინი, ასე ვთქვათ, დიდ შიმშილს განიცდიან, როდესაც სხეულებში არ ცხოვრობენ. ამიტომაც ამბობს უფალი, რომ ნათესავი ეშმაკისა მარხვით...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის