მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 1:25

24. რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოსულხარ! გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდანო.25. მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან.26. შეარყია იგი უწმინდურმა სულმა და ხმამაღალი ყვირილით გამოვიდა მისგან.
მარკოზის სახარება თავი 1
25. მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან.
მარკოზის სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 1. მ. 23-28):

23. და იყო კრებულსა მას შინა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, ღაღატ-ყო 24. და თქუა: ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო? მოსრულ ხარ წარწყმედად ჩუენდა. გიცით შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ. 25. შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ მაგისგან! 26. და დასცა იგი სულმან მან არაწმიდამან, და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განვიდა მისგან. 27. და დაუკჳრდებოდა ყოველთა, ვიდრე გამოძიებადმდე ურთიერთას, და იტყოდეს: რაჲ-მე არს მოძღურებაჲ ესე ახალი, რამეთუ ჴელმწიფებით სულთაცა არაწმიდათა უბრძანებს, და ერჩიან მას? 28. და განჴდა ჰამბავი მისი ყოველსა სოფლებსა გალილეაჲსასა.

ბოროტი სულები „არაწმინდად“ იწოდებიან იმიტომ, რომ უყვართ ყოველგვარი არაწმიდა საქმეები. ადამიანიდან გამოსვლას ეშმაკი საკუთარ დაღუპვად თვლის. უკეთური ეშმაკები საერთოდაც ბოროტ სატანჯველად რაცხენ საკუთარი თავისთვის, როდესაც ადამიანთათვის ბოროტების კეთების ნებას არ რთავენ. ამასთან, არიან რა ავხორცნი და მიჩვეულნი ტკბობას ნივთიერით, ისინი, ასე ვთქვათ, დიდ შიმშილს განიცდიან, როდესაც სხეულებში არ ცხოვრობენ. ამიტომაც ამბობს უფალი, რომ ნათესავი ეშმაკისა მარხვით...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა აღიღეს ლოდი იგი, აღიხილნა იესუ თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“ (11,41-42).:

...ქუ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“ (11,41-42).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვჰკითხოთ უკუე მწვალებელსა, ვითარმედ: რასა იტყჳ? ლოცვისა მისგან მოიღოა ძალი და აღადგინა მკუდარი? და უკუეთუ ესე ლოცვისა მიერ ქმნა, სხუანი იგი საქმენი ვითარ ქმნნა თჳნიერ ლოცვისა? რაჟამს-იგი ჰრქუა ეშმაკსა: „შენ გეტყჳ, განვედ მაგისგან!“ ; (5,8); და კეთროვანსა ჰრქუა: „მნებავს, განწმდი!“ ; ; და განრღუეულსა ჰრქუა: „აღიღე ცხედარი შენი, და მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“ ; ; და ზღუასა ჰრქუა: „დადუმენ!“ ; რამეთუ მოციქულნიცა მრავალგზის არა ილოცვიდეს, არამედ ოდენ სახელსა იესუჲსსა სახელ-სდვიან და ქმნიან სასწაული. ხოლო უკუეთუ სახელი მისი ესევითართა საქმეთა შემძლებელ იყო ქმნად, არამცა თჳთ იგი უმეტესთა შემძლებელ იყოა? ანუ რადმცა ეჴმ...

სრულად ნახვა