მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 10:18

17. გზას რომ დაადგა, ვიღაცამ მოირბინა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და უთხრა: კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე?18. იესომ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმრთისა.19. იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაც-ჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო; არა შეურაცხყო; პატივი ეცი მამას შენსას და დედას?
მარკოზის სახარება თავი 10
18. იესომ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმრთისა.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეათე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 10, მ. 1-9)

1. და აღდგა მიერ იესუ და მოვიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იორდანესა, და შეკრბებოდა მისა კუალად ერი, და, ვითარცა ჩუეულ იყო, კუალად ასწავებდა მათ. 2. ხოლო ფარისეველნი იგი მოუჴდეს და ჰკითხვიდეს მას: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა ცოლისა თჳსისა განტევებაჲ? და გამოსცდიდეს მას. 3. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ვითარ გამცნო თქუენ მოსე? 4. ხოლო მათ ჰრქუეს: მოსე ბრძანა წიგნი განშორებისაჲ მიცემად და განტევებად. 5. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გულფიცხელობისა თქუენისათჳს დაწერა მოსე მცნებაჲ ეგე. 6. ხოლო დასაბამითგან დაბადებისაჲთ მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი ღმერთმან და თქუა: 7. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, 8. და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. 9. რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ.

უფალი ხშირად ტოვებდა იუდეას ფარისეველთა სიძულვილის გამო მისდამი. მაგრამ ახლა ისევ მიდის იუდეაში, რამეთუ ახლოვდებოდა ჟამი მისი ვნებისა. თუმცა, იგი პირდაპირ იერუსალიმში კი არ მიდის, არამედ თავიდან „საზღვართა ჰურისტანისათა“, რათა სარგებელი მისცეს...

სრულად ნახვა
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. წმინდანთა ხსენება და სასჯელის მაგალითები:

...ია ის სამსჯავრო და საშინელი; თუმცა ღმერთი მშვიდია, თუმცა ტკბილია. რადგან იგი იწოდება „მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ“ (), და კეთილია ისე, როგორც წერია: „არავინ არს სახიერ, გარნა ღმერთი მხოლოჲ“ (); და კიდევ: „ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე“ (); და არ სურს ცოდვილის სიკვდილი, არამედ მისი მოქცევა და სიცოცხლე: „არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი“ (). მაშ, საიდან, საიდან არის ის დღე ამოდენა შფოთით სავსე? „მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა“ (); „წიგნნი განეხუნეს“ (), ჩვენი საქმეების წიგნები; ეს დღე კი „შემწუელი ვითარცა თორნე“ მოდის (); ანგელოზები მიმოდიან და მრავალი სახმილი წინ იდგმება. მა...

სრულად ნახვა