მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 11:17

16. და არავის აძლევდა იმის ნებას, რომ რამე გამოეტარებინა ტაძარში.17. ასწავლიდა მათ და ამბობდა: განა დაწერილი არ არის, რომ ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება ყველა ხალხისთვის? თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.18. გაიგონეს ეს მწიგნობრებმა და მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ ხერხს მის დასაღუპად, რადგანაც ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელ ხალხს უკვირდა მისი მოძღვრება.
მარკოზის სახარება თავი 11
17. ასწავლიდა მათ და ამბობდა: განა დაწერილი არ არის, რომ ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება ყველა ხალხისთვის? თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეთერთმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 11, მ. 1-6)

1. და რაჟამს მიეახლნეს იერუსალჱმდ, ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა ზეთისხილთასა, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი 2. და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა; და შე-რაჲ-ხჳდოდით მას შინა, ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღა დაჯდომილ არს; აღჰჴსენით იგი და მომგუარეთ. 3. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე, და მეყსეულად მოავლინოს იგი აქა. 4. ხოლო იგინი წარვიდეს და პოვეს კიცჳ იგი დაბმული კართა თანა გარეშე შესავალთა და აღჰჴსნეს იგი. 5. ხოლო მუნ მდგომარენი ვინმე ეტყოდეს მათ: რასა ჰზამთ და აღჰჴსნით კიცუსა მაგას? 6. ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარცა-იგი უბრძანა მათ იესუ; და მიუტევეს მათ.

იესო ხშირად შედიოდა იერუსალიმში სხვა დროსაც, მაგრამ არასოდეს შესულა ასეთი დიდებით, როგორიც ახლა. ადრე, იუდეველთა შურის გამო, იგი იმალებოდა, ხოლო ამჟამად, რამდენადაც დადგა თავად მის მიერვე განსაზღვრული დრო ტანჯვისა, მოდის ღიად, რათა მათ, თუკი მოისურვებენ, - გულისხმაჰყონ მისი დიდება და მასზე აღსრულებული წინასწამერტყველების წყალობით შეიცნონ ჭეშმარიტება. ხოლო თუკი არ მოისურვებენ გულსხმიყოფას,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად შთავიდეს კაფარნაუმდ იგი და დედაჲ მისი და ძმანი მისნი და მოწაფენი მის თანა, და მუნ დაადგრა არა მრავალ დღე. და მოახლებულ იყო პასექი ჰურიათაჲ. და აღვიდა იერუსალჱმდ და პოვა ტაძარსა მას შინა მოფარდული ზროხათა და ცხოვართა და ტრედთაჲ და მეკერმენი მსხდომარენი. და შექმნა შოლტი საბლისაჲ და ყოველი გამოასხა ტაძრისაგან“ (2,12-15).:

...რამეთუ მოფარდულნი იგი ზროხათა და ცხოვართანი და მეკერმენი ყოველნი განასხნა და ჰრქუა მათ: „ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო“ (2,16); ხოლო სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვი-თარმედ: „განასხმიდა და ეტყოდა: ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა ქუაბ ავაზაკთა“. ; ; ხოლო არა თუ ურთიერთას წინააღუდგებიან მახარებელნი, - ნუ იყოფინ! - არამედ გამოაჩინებენ, ვითარმედ ორგზის ქმნა საქმჱ იგი და არა ერთსა ჟამსა, არამედ ესე შემდგომად ნათლის-ღებისა იყო მცირედითა ჟამითა, ხოლო იგი - ჟამსა ვნებისასა მიახლებულად. ხოლო რაჲსათჳს ქმნა ესე ქრისტემან, რომელ ესრეთ რისხვით მოუჴდა მათ და შოლტითა განასხნა, რომელ-ესე არაოდეს უქმნიეს, რაჟამს-იგი აგინებდიან და ჰგმობდიან? გარნა ვინაჲთგან შაბათსა შინა ეგულებოდა სასწაულისა ქმნაჲ და სხუათა მრავალთა ესევითართა აღსრულებაჲ, რომელნი მათ მიერ შჯულისა გარდასლვად შერაცხილ იყვნეს, და რაჲთა არავის აქუნდეს სიტყუაჲ, ვითარმედ წინააღმდგომ არს მამისა და შჯულისა დამჴსნელ, ამისთჳს ქმნა ესე; რამეთუ ვითარმცა ეგებოდა, თუმცა რომელმან-იგი ტაძრისათჳს ესეოდენი შური აჩუენა, და ტაძრისა მის მეუფისამცა, რომელი მას შინა იმსახურებოდა, მისამცა წინა...

სრულად ნახვა