მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 11:2

1. როდესაც მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან, გაგზავნა თავისი ორი მოწაფე2. და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირაა და შესვლისთანავე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა; ახსენით და მომგვარეთ.3. ხოლო თუ ვინმე გეტყვით, რას შვრებითო, უთხარით, უფალს სჭირდება და მალე დაგიბრუნებსო.
მარკოზის სახარება თავი 11
2. და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირაა და შესვლისთანავე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა; ახსენით და მომგვარეთ.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეთერთმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 11, მ. 1-6)

1. და რაჟამს მიეახლნეს იერუსალჱმდ, ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა ზეთისხილთასა, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი 2. და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა; და შე-რაჲ-ხჳდოდით მას შინა, ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღა დაჯდომილ არს; აღჰჴსენით იგი და მომგუარეთ. 3. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე, და მეყსეულად მოავლინოს იგი აქა. 4. ხოლო იგინი წარვიდეს და პოვეს კიცჳ იგი დაბმული კართა თანა გარეშე შესავალთა და აღჰჴსნეს იგი. 5. ხოლო მუნ მდგომარენი ვინმე ეტყოდეს მათ: რასა ჰზამთ და აღჰჴსნით კიცუსა მაგას? 6. ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარცა-იგი უბრძანა მათ იესუ; და მიუტევეს მათ.

იესო ხშირად შედიოდა იერუსალიმში სხვა დროსაც, მაგრამ არასოდეს შესულა ასეთი დიდებით, როგორიც ახლა. ადრე, იუდეველთა შურის გამო, იგი იმალებოდა, ხოლო ამჟამად, რამდენადაც დადგა თავად მის მიერვე განსაზღვრული დრო ტანჯვისა, მოდის ღიად, რათა მათ, თუკი მოისურვებენ, - გულისხმაჰყონ მისი დიდება და მასზე აღსრულებული წინასწამერტყველების წყალობით შეიცნონ ჭეშმარიტება. ხოლო თუკი არ მოისურვებენ გულსხმიყოფას,...

სრულად ნახვა
ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ეგვეპაროს ეჭვი, რომ შესმენილნი ვიქნებით. რადგან ამბობს: „და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოდ თქუენ“ (); და კვლავ: „და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე“ (). ეს არის „თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა“ (). და როგორ, ამბობს, შევძლებ ვირწმუნო, რომ სათხოვარს მივიღებ? თუ არაფერს ითხოვ იმის საწინააღმდეგოს, რისი მოცემისთვისაც მზად არის; თუ არაფერს მეფისათვის უღირსს, არაფერს ყოფითს, არამედ ყოველივეს სულიერს; თუ რისხვის გარეშე მიდიხარ; თუ სუფთა ხელები გაქვს, თუ წმიდა ხელები გაქვს; წმიდაა ის ხელები, რომლებიც მოწყალებას გასცემენ. თუ ასე მიხვალ, უთუოდ მიაღწევ თხოვნას. რადგან ამბობს: „უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას!“ (...

სრულად ნახვა
ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ლოცვას დიდი შუალედი აქვთ; ბრალდებასა და ლოცვასაც დიდი შუალედი აქვთ.

ღმერთს სთხოვ, მოწყალე იყოს, და სხვას იწყევლი? ნათქვამია: „ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი“ (); შენ კი არა მხოლოდ თავად არ მიუტევებ, არამედ ღმერთსაც სთხოვ, რომ არ მიუტევოს? ხედავ ბოროტების უკიდურესობას? თუ იმას, ვინც არ მიუტევებს, არ მიეტევება, მას, ვინც მეუფესაც სთხოვს, არ მიუტევოს, როგორღა მიეტევება? მას კი არ აზიანებ, არამედ საკუთარ თავს. რატომ? რადგან შენი საკუთარი სათხოვრისთვის შესმენილიც რომ ყოფილიყავი, ამის გამო არასოდეს იქნები შესმენილი, ვინაიდან ლოცვებს შებილწული პირით აღავლენ; მართლაც შებილწული და უსუფთაოა ასეთი პირი, ყოველგვარი სიმყრალითა და ყოველგვარი უსუფთაობით აღვსილი. უნდა გეძრწოდეს შენს ცოდვებზე და მთელი ღვაწლი მათ გამო უნდა გასწიო, შენ კი ღმერთთან მიდიხარ, რომ იგი ძმის წინააღმდეგ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲგ სარწმუნოებისათჳს:

...სარწმუნოებაჲ დიდად კეთილ არს და დიდთა კეთილთა მიზეზი, ვიდრეღა სარწმუნოებისა მიერ შემძლებელ იქმნებიან საქმე-თა ღმრთისათა ქმნად სახელითავე მისითა. რამეთუ იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ გრწმენეს, ჰრქუათ მთასა ამას: იცვალე, და იცვალოს“, ; (21,21); და ვითარმედ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, უმეტესი ჩემსა ქმნეს“. ხოლო რაჲ არს უმეტესი? რამეთუ იქმოდეს აჩრდილნი მოციქულთანი სასწაულთა, რომელთა მიერ იდიდებოდა ქრისტე, რამეთუ არა ესრეთ დიდ არს ქრისტეს ამას სოფელსა შინა ყოფასა ქმნაჲ სასწაულთაჲ, ვითარ შემდგომად სიკუდილისა თჳსისა სახელითა მისითა სხუათა მიერ უმეტესთა საკჳრველებათა ქმნაჲ, რამეთუ ესე უეჭუელნი სასწაულნი იყვნეს აღდგომისა მისისაჲ.

დიდი კეთილი არს უკუე სარწმუნოებაჲ, რაჟამს მჴურვალისა გონებისა მიერ იყოს და სულისა კეთილისა; ესე გამოგუაჩინებს ჩუენ დიდად, ესე დაჰფარავს უნდოებასა კაცთასა და ზეცად მოაწევს გონებასა, და რომლისა პოვნაჲ კაცობრივსა სიბრძნესა ვერ ძალ-უც, ჰპოვებს იგი. ამისთჳს უკუე შეუდგეთ მას კეთილად.

რამეთუ რაჲსათჳს ვერ შეუძლეს წარმართთა ცნობად რაჲსამე? ანუ არა ყოველივე კაცობრივი სიბრძნჱ პოვესა? და რაჲსათჳს უკუე ვერ შეუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლდ ვითარმედ უჴმს მონანულსა, რაჲთა არა საქმით ოდენ განეყენოს ცოდვასა, არამედ გონებითაცა მოიძაგოს იგი:

...საჯულ. და უკუეთუ მას დღესა არა გუნებავს განქიქებაჲ, აქავე განვკურნნეთ წყლულებანი ჩუენნი და დავასხათ მათ ზედა წამალი სინანულისაჲ, რამეთუ შესაძლებელ არს განკურნებად წყლულებათა ჩუენთა, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ მიუტეოთ, მოგეტევნენ თქუენ ცოდვანი“. ; ; ეგრეთვე ვიქმთ, უკუეთუ გუენებოს, სინანულისა მიერ.

ხოლო სინანული ესრეთ იქმნების, რაჲთა განვეშორნეთ ქმნისაგან ბოროტთაჲსა, აღმოვჰჴოცნეთ იგინი სრულიად გონებათა ჩუენთაგან და ესრეთ ვიწყოთ დადებად წამლისა წყლულებათა ჩუენთა ზედა. და უკუეთუ მიგიტაცებიეს, განეშორე მისგან და დაიდევ წამალი მოწყალებისაჲ; და უკუეთუ გისიძავს, განეშორე მისგან და დაიდევ წამალი სიწმიდისაჲ; და უკუეთუ გიზრახავს ძმისადა, აჩუენე კუალად მის ზედა სიყუარული. და ესრეთ ვიქმოდით თითოეულსა ზედა საქმესა, და ნუმცა თანაწარვჰჴდებით ცოდვათა ჩუენთა, რამეთუ მოახლებულ არს ჟამი საშჯელისაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „უფალი ახლოს არს. ნუ ჰზრუნავთ“, რომელნი მოღუაწებათა და ჭირთა შინა ხართ. ხოლო რომელნი ცოდვათა შინა ხართ, თქუენ ესრეთ გეტყჳ: უფალი ახლოს არს, ზრუნევდით, რამეთუ მ...

სრულად ნახვა