1.შვილნო ჩემნო, ამას გწერთ, რათა არ სცოდოთ, ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, ქომაგი გვყავს მამის წინაშე - იესო ქრისტე მართალი.2.ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის ცოდვათა მიმტევებელი.3.იმით გავიგებთ, რომ შევიცნეთ იგი, თუ დავიმარხავთ მის მცნებებს.4.ვინც ამბობს, რომ შეიცნო იგი, მაგრამ არ იმარხავს მის მცნებებს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში.5.ხოლო ვინც იმარხავს მის სიტყვას, მასში ჭეშმარიტად აღსრულებულა ღვთის სიყვარული; ამით შევიცნობთ, რომ მასში ვართ.6.ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, ისე უნდა იაროს, როგორც იარებოდა იგი.7.საყვარელნო, ახალ მცნებას კი არა გწერთ, არამედ ძველ მცნებას, რომელიც გქონდათ დასაბამიდან; ძველი მცნება არის სიტყვა, დასაბამიდან რომ ისმინეთ.8.თუმცა ახალ მცნებასაც გწერთ, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც; ვინაიდან ბნელი გადადის და ჭეშმარიტი ნათელი უკვე ნათობს.9.ვინც ამბობს, ნათელში ვარო, მაგრამ თავისი ძმა სძულს, ბნელშია დღემდე.10.ვისაც თავისი ძმა უყვარს, ნათელში მკვიდრობს და საცთური არ არის მასში.11.ხოლო ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელშია, ბნელშივე იარება და არ იცის, საით მიდის, რადგანაც ბნელმა დაუვსო თვალი.12.ამას გწერთ, შვილნო, ვინაიდან მისი სახელით მოგეტევათ თქვენი ცოდვანი.13.ამას გწერთ, მამანო, ვინაიდან შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ამას გწერთ, ჭაბუკნო, ვინაიდან სძლიეთ ბოროტი.14.ეს მოგწერეთ, ყრმანო, რადგანაც შეიცანით მამა. ეს მოგწერეთ, მამანო, რადგანაც შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ეს მოგწერეთ, ჭაბუკნო, რადგანაც ძლიერნი ხართ, ღვთის სიტყვა მკვიდრობს თქვენში და სძლიეთ ბოროტი.15.ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში.16.ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.17.ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე.18.ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია.19.ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიყო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი.20.თქვენ კი ცხება გაქვთ წმიდისგან და იცით ყოველი.21.იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ არ იცით ჭეშმარიტება, არამედ იმიტომ, რომ იცით და ისიც გესმით, რომ არცერთი სიცრუე ჭეშმარიტებისგან არ არის.22.ვინ არის ცრუ, გარდა იმისა, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ისაა ანტიქრისტე, მამის და ძის უარმყოფელი.23.ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ჰყავს, ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაცა ჰყავს.24.ამრიგად, რაც დასაბამიდან გსმენიათ, დე, დარჩეს თქვენში, რადგან თუ ის, რაც დასაბამიდან გსმენიათ, დარჩება თქვენში, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში.25.ხოლო აღთქმა, რომელიც მან აღგვითქვა, არის საუკუნო სიცოცხლე.26.თქვენი მაცთუნებლების გამო მოგწერეთ ეს.27.თუმცა ცხება, რომელიც მისგან მიიღეთ, კვლავაც თქვენშია, და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ, რადგანაც ცხება, ჭეშმარიტი და არა ყალბი, თვითონვე გასწავლით ყველაფერს, ამიტომ რასაც გასწავლით, მასშივე დარჩით.28.ასე რომ, შვილებო, დარჩით მასში, რათა მისი გამოცხადებისას თამამად ვიყოთ და არ შევრცხვეთ მის წინაშე, როდესაც მოვა.29.თუკი იცით, რომ მართალია, ისიც იცოდეთ, რომ მის მიერაა შობილი სიმართლის ყველა მოქმედი.
მოციქულისაჲ: რომელი იყო პირველითგან, რომელი გესმა და ვიხილეთ თუალითა ჩუენითა (1,1).
თარგმანი: რომლისათჳს-იგი სხუასა ადგილსა იტყჳს "ღმერთი არავინ იხილა" (), აწ მისთჳსვე პირველითგან ყოფასა თანა თუალით ხილვასაცა იტყჳს ყურით სმენილისა მის და წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ქადაგებულისასა. ცხად არს, ვითარმედ ამისთჳს, რამეთუ, რომელი-იგი უხილავ და პირველ საუკუნეთა იყო მხოლოდშობილი და თანა-დაუსაბამოჲ ძე მამისაჲ...
მოციქულისაჲ: ძმანო, არა მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, არამედ მცნებასა პირველსა, რომელი გაქუნდა დასაბამითგან. მცნებაჲ იგი პირველი არს სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა პირველითგან (2,7).
თარგმანი: ვითარმედ არა ახალი არს შჯული სიყუარულისაჲ, რომელი-იგი პირველ დასაბამითგანვე დაუნერგავს დამბადებელსა ბუნებასა შინა ჩუენსა, ვითარ-იგი პირუტყუნიცა და საცხოვარნი აღიძრვიან თჳსებად და სიყუარულად ურთიერთას. ამისთჳს კაცთა რაბამ უჴმს მოსწრაფებაჲ თჳსებისათჳს ურთიერთას, ვითარცა სიტყჳერებითა და გულისჴმის-ყოფითა...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს:
„...ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს“. ()
ქრისტესმიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მოძღვარნო და დიაკონნო, ღირსნო ბერმონაზონნო, საქართველოს ეკლესიის ღვთისსათნო შვილნო, მკვიდრნო ღვთისმშობლის წილხვედრილი კურთხეული საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული თანამავალ გეყავნ თქვენ აწ და...
სწავლაჲ პზ რაჲთა განვეშორნეთ ყოვლისავე ბოროტისაგან და ვიქმოდით კეთილსა:
...(1 იოან. 1,9) იტყჳს ღმრთისმეტყუელი იოვანე; და კუალად მანვე თქუა: „შვილნო ჩემნო, ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა არა სცოდოთ. და უკუეთუ ვინმე ცოდოს, ნუგეშინისმცემელი გჳვის მამისა მიმართ - იესუ ქრისტე მართალი. და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთაჲ, არა ხოლო ცოდვათა ჩუენთაჲ, არამედ ყოვლისა სოფლისაჲ“.
ოდენ მოვიქცეთ სინანულად, განვეშორნეთ ბოროტსა და ვიქმოდით კეთილსა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რაჲთა შეუძლოთ თქუმად: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადული, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
ლოცვა-ყავთ წმიდათა მამათათჳს, იოვანესა და ეფთჳმესთჳს, წმიდანო ღმრთისანო, ნათესავნო მომავალნო და ჩუენებრვე მცირედჟამ ყოფადნო.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე ღვთივკურთხეულ შვილებს::
...ლია ერის მთლიანობა, ერთსულოვნება, ურთიერთთანადგომა და ერთი მიზნისაკენ სწრაფვა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ სადაც სუფევს სიძულვილი და მტრობა, შური და გაუტანლობა, იქ ბოროტი მძლავრობს.
სიყვარულის მქადაგებელი წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: „ვინც ამბობს, ნათელში ვარო, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ბნელშია აქამდე“ (). „ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; ხოლო თქვენ იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე“ (). „თუ ვინმე იტყვის, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუა; რადგან თუ არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?“ ().
„საყვარელნო, გიყვარდეთ ერთმანეთი; ვინაიდან სიყვარული ღმრთისაგან არის, და ყველა, ვისაც უყვარს, ღმრთისაგან შობილია, და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, მან ვერ შეიცნო ღმერთი, იმიტომ, რომ ღმერთი სიყვარულია“ ().
მართალია, ძნელია, შეიყვარო ის, ვინც ტკივილი მოგაყენა, შეურაცხგყო, ცილი დაგწამა ან გაგიმეტა, მაგრამ ფაქტია, უეჭველად დამღუპველი გზით მიდის ის, ვინც შუღლს კიდევ უფრო აღრმავებს, ვინც ურთიერთდაპირი...
და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით განვეცხადო (2,17).:
...ედ ყოვლად სრულ-ქმნულნი და მრთელნი გონებითა. ხოლო ხილვა არს, ვითარ-იგი პეტრეს ეჩუენა ჭურჭელი ტილოჲსაჲ და კორნილიოსს — ხილვაჲ ანგელოზისაჲ, რომელი-ესე ჭაბუკთაჲ მათი არს, რომელნი ჟამსა ოდენ იყვნენ სულიერისა ჰასაკისა ძლიერებისასა, რომელთა მიუწერს ღმრთისმეტყუელი იოვანე: "მივსწერ თქუენდა, ჭაბუკნო, რამეთუ ძლიერ ხართ" () და ზოგად თუალითაცა ჴორციელითა იხილვების ესევითარი ხილვაჲ, თუალთა თანა გონებისათა. ხოლო მესამე არს ჩუენებით განცხადებაჲ ძილსა შინა უწყებითა სიზმრისაჲთა, ვითარ-იგი პავლეს ეჩუენა მაკედონელი იგი და ჰრქუა: "წიაღმოჴედ და შეგუეწიე ჩუენ"; და კუალად — ანანიას პავლესთჳს. ესევითარი ესე მადლი მიეცემის მათ, რომელნი სრულ-ქმნილ იყვნენ მჴცითა სათნოებათაჲთა, და დამაშურალ ბრძოლითა და ძლევითა მტერთაჲთა. ამისთჳს, ვითარცა მოქენენი განსუენებისანი, ძილსა შინა ჩუენებითა განსუენებით და უშრომელად ისწავებენ დაფარულთა საიდუმლოთა.
და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინაჲსწარმეტყუელებდენ (2,18).
თარგმანი: არა იტყჳს ჟამსა განჩინებულად, რამეთუ თჳთ მიფენაჲ იგი სულისაჲ და საქმე სასწაულთაჲ კმა არს მაუწყებელად, თუ ოდეს იქმნა წინა-მოსწავებული ესე; ოდეს-ესე არს არს მამაკაცება...