1.და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის.2.კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან.3.და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო?4.მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო.
5.შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ.6.ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღსდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი.7.მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ.8.გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ.
9.ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი.10.ისიც წავიდა და აუწყა მასთან მყოფთ, რომელნიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ.11.მათ კი, თუმცა გაიგეს, რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, არ ირწმუნეს.
15.და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას.16.ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება.17.ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ.18.აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი.
19.ასე, მათთან საუბრის შემდეგ, ამაღლდა უფალი ზეცად, და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ.20.ხოლო ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით, ამინ.
1. და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალენელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სცხონ მას. 2. და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა ოდენ მზისასა. 3. და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა? 4. და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად. 5. და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო,...
ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! დღეს, ვითარცა უწყით თქვენცა, წმინდა ეკლესია ასრულებს ხსენებასა და ქებასა წმიდათა მენელსაცხებლეთა: იოსებ არიმათელისა, ნიკოდიმოსისა, მარიამ მაგდალინელისა და სხვათა რომელთამე მენელსაცხებლეთა. რითვის ეღირსნენ, ძმანო ჩემნო, ხსენებულნი პირნი ეგოდენსა პატივსა და დიდებასა, რომელ წმინდამან ეკლესიამან დანიშნა ეს პირველი და სხვათა უმთავრესი კვირიაკე საკუთრად მათის ხსენებისათვის, აქებს და აღამაღლებს მათ დღეს? რა ქმნეს მათ ამის ღირსი? სახარება არ მოგვითხრობს ჩვენ, რომ...
და ვითარცა გარდახდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალინელმა,და მარიამ იაკობისამან, და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი,რათა მოვიდნენ და სცხონ მას (მარკ. 16,1)
რა მშვენიერი და ღირსი ქებისა იყო, ძმანო ქრისტიანენო, მოქცევა მენელსაცხებლეთა მათ, რომელთა ხსენებასა დღეს აასრულებს წმინდა ეკკლესია! მათ მოინდომეს მსახურება და პატივისცემა მიცვალებულისა, უპატიოდ დასჯილისა, განკიცხულისა, ჯვარცმულისა, ავაზაკთა შორის შერაცხულისა. მათ არ შეეშინდათ უწყალოთა იესო ქრისტეს მტერთაგან, რომელნი სდევნიდენ ყოველთა მისთა...
აღსდგა, არა არს აქა, აჰა ადგილი, სადა დასდვეს იგი (მარკ. 16,6)
ხშირად დაფიქრდება, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, კაცი ღვთისმოყვარე და სულის ცხონების მოშურნე და მომლოდინე, და გამოიკითხავს, რა მდგომარეობაში ვიქმნებით ჩვენ მომავალსა საუკუნესა შინა, რა ნაირი ცხოვრება იქმნება საიქიოსა. არც უადგილო არის ამისთანა კითხვა და ფიქრი! დიაღ ღირს, რომ გამოვიკვლიოთ, რა სახით იქმნება ჩვენი არსებობა და ცხოვრება იმ ქვეყანაში. უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, როგორც სხვანი ყოველნი საჭირონი სწავლანი და...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგინი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანისსცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ; წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“ (28,9-10).:
...ა ერთ არს სიტყუაჲ მათი?
მათე იტყჳს: „მწუხრი შაბათსა“; და იოვანე იტყჳს: „ერთსა მას შაბათსა განთიად, ვიდრე ბნელღა იყო“; და ლუკა იტყჳს: „ცისკარსა მსთუად“; ხოლო მარკოზ თქუა: „და ნიად განთიად, მერმე აღმოსლვასა ოდენ მზისასა“. აწ უკუე ესევითართა ამათ სიტყუათა ჴელ-ვყოთ განმარტებად ძალითა და მადლითა ქრისტესითა.
არა თუ ესრეთ თქუეს, საყუარელნო, წმიდათა მათ მახარებელთა, თუმცა ერთსა ეთქუა, თუ მწუხრი შაბათსა აღდგა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, და სხუასამცა ეთქუა, თუ შუაღამეს ოდენ, და სხუასამცა ეთქუა, თუ ცისკარსა მსთუად ანუ თუ აღმოსლვასა ოდენ მზისასა. უკუეთუმცა ესრეთ იყო სიტყუაჲ მათი, ჭეშმარიტად წინააღმდგომადმცა ჩნდეს ურთიერთას, გარნა არა აღდგომაჲ უფლისაჲ თქუეს სხუასა და სხუასა ჟამსა ყოფად, არამედ მოსლვისა მისთჳს დედათაჲსა იყო სიტყუაჲ იგი მათი სხუასა და სხუასა ჟამსა მოსლვად საფლავად.
რამეთუ არა ერთგზის ოდენ მოვიდეს, არამედ მრავალგზის, და თი-თოეულმან მახარებელმან სხუაჲ და სხუაჲ მოსლვაჲ მათი აღწერა და გამოაცხადა; რამეთუ, ვითარცა ვთქუ, მენელსაცხებლენი იგი რავდენგზისცა მოვიდეს საფლავად, ესმა ანგელოზთაგან, ვითარმედ: „აღდგა ქრისტე, არა არს აქა“; ხოლო ესე არცა ერთმან...