მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 3:3

2. და უთვალთვალებდნენ მას, ვნახოთ, შაბათს თუ განკურნავსო, რათა ბრალი დაედოთ მისთვის.3. ხოლო მან უთხრა ხელგამხმარ კაცს: შუაში დადექ.4. მათ კი უთხრა: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა? ხოლო ისინი დუმდნენ.
მარკოზის სახარება თავი 3
3. ხოლო მან უთხრა ხელგამხმარ კაცს: შუაში დადექ.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 3. მ. 1-5):

1. და მერმე შევიდა შესაკრებელსა, და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. 2. და უმზირდეს მას, უკუეთუ შაბათსა განკურნოს იგი, რაჲთა შეასმინონ იგი. 3. და მას ჟამსა ჰრქუა იესუ კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის! 4. და ჰრქუა მას იესუ: ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხოვნებაჲ ანუ მოკლვაჲ? ხოლო იგინი დუმნეს. 5. და მიმოიხილა მათდა რისხვით და მწუხარედ სიბრმისათჳს გულთა მათთაჲსა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა, და კუალად მოეგო ჴელი იგი, ვითარცა ერთი იგი.

იუდეველთა მიერ მოწაფეთა ბრალდების შემთხვევაში, იმის გამო, რომ ისინი შაბათს თავთავებს წყვეტდნენ, უფალმა, დავითის მაგალითით, უკვე დაუყო პირი მბრალდებლებს, მაგრამ ახლა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად შეაგონოს ისინი, სასწაულთმოქმედებს, ამით ის შემდეგს გამოხატავს: აი, როგორ არ სცოდავენ ჩემი მოწაფენი; მე თავადაც ვიქმ შაბათ დღეს, მოგივლენთ რა ამ სასწაულს. და თუკი სასწაულმოქმედება ცოდვაა, მაშინ შაბათ დღეს აუცილებელი საქმის კეთებაც ცოდვაა: მაგრამ სასწაულის ქმნა ადამიანის გადასარჩენად საღმრთო საქმეა, მაშასადამე, არ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოაკლდა ღჳნოჲ, ჰრქუა იესუს დედამან მისმან: ღჳნოჲ არა არს აქა“ (2,3).:

...ატივი მისი. და რაჲთა არა აქუნდეს, ვითარცა სხუათა დედათა ძენი თჳსნი, და რამეთუ სადა არა ჯერ-არნ, არა უსმინოს, ვითარცა-იგი რაჟამს შორის ერსა იყო და ასწავებდა, და მოვიდეს და ეძიებდეს მას, და თავადმან თქუა, ვითარმედ: „ვინ არს დედაჲ ჩემი? ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?“ ; რამეთუ უფალი მარადის უმჯობჱსსა ყოველთასა განაგებდა და კუალად ამისთჳსცა ურჩ ექმნა ამას ადგილსა, რამეთუ არა ენება, რაჲთა დედისა თჳსისა სიტყჳ-თა ქმნას სასწაული იგი, რაჲთა არა იჭუეულ იქმნას მრავალთაგან, არამედ ელოდა, რაჲთამცა სახლისა უფალნი იგი ევედრნეს, რაჲთა ესრეთ უეჭუელ იყოს საქმჱ იგი და საქებელ; და ამის ყოვლისათჳს უკუე მიუგო ესრეთ დედასა თჳსსა, რაჲთა მასცა ასწაოს ჯეროვანი საქმჱ, და რაჲთა სასწაულნი ჯერისაებრ იქმნებოდიან.

სწავლაჲ კა ვითარმედ ჯერ-არს სათნოებისა მოგებაჲ, და ვითარმედ მშობელთა სიწმიდჱ ჩუენ არას გუერგების

ხოლო შენ ესე ყოველი გულისხმა-ყავ და კუალად რაჟამს გესმეს, ვი-თარმედ: „დედაკაცმან ვინმე ღაღად-ყო: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდ! და უფალმან თქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ქმნან ნებაჲ მამისა ჩემისაჲ“, გულისხმა-ყავ, ვი-...

სრულად ნახვა