მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 3:30

29. მაგრამ ვინც იტყვის სულის წმიდის გმობას, არა აქვს მიტევება უკუნისამდე, არამედ ღირსია საუკუნო სასჯელისა.30. ასე თქვა, იმიტომ რომ ამბობდნენ: უწმინდური სული ჰყავსო.31. მოვიდნენ მისი დედა და ძმები, გარეთ გაჩერდნენ და კაცი შეუგზავნეს დასაძახებლად.
მარკოზის სახარება თავი 3
30. ასე თქვა, იმიტომ რომ ამბობდნენ: უწმინდური სული ჰყავსო.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 3. მ. 28-30):

28. ამინ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველივე მიეტეოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი, რაოდენსაცა ჰგმობდენ; 29. ხოლო რომელმან თქუას გმობაჲ სულისა წმიდისათჳს, არა აქუს მიტევებაჲ უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს იგი საუკუნოჲსა სასჯელისა. 30. რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: სული არაწმიდაჲ არს მის თანა.

ის, რასაც უფალი ამბობს აქ, ნიშნავს შემდეგს: ადამიანებს, რომლებიც სცოდავენ სხვა დანარჩენში, კიდევ შეუძლიათ მოუბოდიშონ როგორმე და მიიღონ პატიება ღვთის შემწყნარებლობის გამო ადამიანური სისუსტეების მიმართ. მაგალითად ისინი, ვინც უფალს უწოდებენ გემოთმოყვარესა და ღვინისმსმელს, მეზვერეთა და ცოდვილთა მეგობარს, მიიღებენ შენდობას ამის გამო. მაგრამ როდესაც ხედავენ, რომელი იგი უეჭველი სასწაულებს იქმს და მიუხედავად ამისა, სულიწმიდას გმობენ, ანუ სასწაულთქმედებებს სულიწმინდისაგან მომდინარეს, როგორღა მიიღებენ შენდობას, თუკი არ შეინანებენ? როდესაც ქრისტეს ხორციელი შესახედაობა აცდუნებდათ, ამ შემთხვევაში, რომც არ შეენანებინათ, მიეტევებოდათ, როგორც ადამიანებს, რომლებიც ცდუნდნენ; მაგრამ ხედავდნენ რა მას ღვთაებრივ საქმეთა მოქმედს და მაინც გმობდნენ, როგორღა მიეტევებათ,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის