მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 3:5

4. მათ კი უთხრა: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა? ხოლო ისინი დუმდნენ.5. რისხვით მოავლო თვალი შეკრებილთ, მათი გულქვაობით დამწუხრებულმა, და უთხრა ხელგამხმარ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და კვლავ გაუმრთელდა, როგორც მეორე.6. გამოვიდნენ თუ არა ფარისევლები, სასწრაფოდ მოითათბირეს ჰეროდელებთან ერთად, როგორ დაეღუპათ იგი.
მარკოზის სახარება თავი 3
5. რისხვით მოავლო თვალი შეკრებილთ, მათი გულქვაობით დამწუხრებულმა, და უთხრა ხელგამხმარ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და კვლავ გაუმრთელდა, როგორც მეორე.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 3. მ. 1-5):

1. და მერმე შევიდა შესაკრებელსა, და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. 2. და უმზირდეს მას, უკუეთუ შაბათსა განკურნოს იგი, რაჲთა შეასმინონ იგი. 3. და მას ჟამსა ჰრქუა იესუ კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის! 4. და ჰრქუა მას იესუ: ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხოვნებაჲ ანუ მოკლვაჲ? ხოლო იგინი დუმნეს. 5. და მიმოიხილა მათდა რისხვით და მწუხარედ სიბრმისათჳს გულთა მათთაჲსა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა, და კუალად მოეგო ჴელი იგი, ვითარცა ერთი იგი.

იუდეველთა მიერ მოწაფეთა ბრალდების შემთხვევაში, იმის გამო, რომ ისინი შაბათს თავთავებს წყვეტდნენ, უფალმა, დავითის მაგალითით, უკვე დაუყო პირი მბრალდებლებს, მაგრამ ახლა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად შეაგონოს ისინი, სასწაულთმოქმედებს, ამით ის შემდეგს გამოხატავს: აი, როგორ არ სცოდავენ ჩემი მოწაფენი; მე თავადაც ვიქმ შაბათ დღეს, მოგივლენთ რა ამ სასწაულს. და თუკი სასწაულმოქმედება ცოდვაა, მაშინ შაბათ დღეს აუცილებელი საქმის კეთებაც ცოდვაა: მაგრამ სასწაულის ქმნა ადამიანის გადასარჩენად საღმრთო საქმეა, მაშასადამე, არ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის