მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 4:25

24. და უთხრა მათ: დაუკვირდით, რაც გესმით: რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით და მოგემატებათ.25. რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.26. და თქვა: ღმრთის სასუფეველი იმასა ჰგავს, კაცი რომ თესლს ჩათესავს მიწაში.
მარკოზის სახარება თავი 4
25. რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეოთხე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 4. მ. 24-25):

24. და ეტყოდა მათ: იხილეთ, რაჲ-ესე გესმის: რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ და ზედა დაგერთოს თქუენ, რომელთა-ეგე გესმის. 25. რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მას.

უფალი მოუწოდებს მოწაფეებს სიფხიზლისაკენ. დაუკვირდით, ამბობს, რასაც უსმენთ; არ გამოტოვოთ არაფერი ჩემგან თქმული. „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ“, ანუ რა ზომითაც ყურადღებით იქნებით, სარგებელსაც იმ ზომით მიიღებთ. იმ მსმენელს, რომელიც ყოველთვის ყურადღებითაა და ამასთან უმაღლესი ხარისხით, ღმერთი ჯილდოსაც უდიდესს მისცემს, ზანტი ადამიანისთვის კი ჯილდოც შესაბამისი იქნება. ვისაც მოშურნეობა და გულმოდგინება ექნება, მას ჯილდოც მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს მოშურნეობა და გულმოდგინება, მას ისიც წაერთმევა, რის ქონასაც ფიქრობს. რამეთუ სიზარმაცის გამო მასში ქრება ის მცირედი ნაპერწკალიც, რაც მას ადრე ჰქონდა, ისევე როგორც გულმოდგინების წყალობით იგი ღვივდება.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის