მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 4:40

39. მაშინ წამოდგა, შერისხა ქარი და უბრძანა ზღვას: დაყუჩდი, დაცხრი! და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი.40. და უთხრა მათ: რატომ ხართ ასე მოშიშარნი? რატომ არა გაქვთ რწმენა?41. ისინი საშინელი ძრწოლით შეძრწუნდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?
მარკოზის სახარება თავი 4
40. და უთხრა მათ: რატომ ხართ ასე მოშიშარნი? რატომ არა გაქვთ რწმენა?
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეოთხე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 4. მ. 35-41):

35. მას დღესა შინა, ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა მათ: წიაღვჴდეთ მიერ კერძო. 36. და დაუტევეს ერი იგი და წარიყვანეს იგი მოწაფეთა, ვითარცა იყო ნავსა მას შინა, და სხუაჲცა ნავები, რომელი იყო მის თანა. 37. და იყო მეყსეულად ბორბალი ქარისაჲ დიდი და ღელვასა მას შთაასხმიდა ნავსა, ვითარმედ აღ-ცა-ივსებოდა ნავი იგი. 38. და თავადი იყო პირით კერძო თავსა მის ნავისასა და ეძინა. და განაღჳძებდეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, არა ჰზრუნავ, რამეთუ წარვწყმდებით? 39. და აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ! და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ. 40. და ჰრქუა მათ: რაჲსა ესოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს სარწმუნოებაჲ? 41. და შეეშინა მათ შიშითა დიდითა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?

მათე უფრო სხვაგვარად მოგვითხრობს ამის შესახებ, ვიდრე მარკოზი; ის რაც მან უფრო ვრცლად თქვა, ამან შეამოკლა და პირიქთ, ის რაც პირევლმა მოკლედ გადმოსცა, ამ უკანასკნელმა უფრო ვრცლად გვიამბო. უფალს თან მიჰყავს მოწაფეთაგან ერთნი, აძლევს რა შესაძლებლობას იყვნენ მხილველნი მომავალი სასწაულისა. მაგრამ თავი რომ არ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის