მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მარკოზის სახარება 9:32

31. ვინაიდან ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა მათ, რომ ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში, მოკლავენ მას და, სიკვდილის შემდეგ, მესამე დღეს აღდგება მკვდრეთით.32. მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვები, კითხვა კი ვერ შეჰბედეს.33. მივიდა კაპერნაუმში; და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: რაზე მსჯელობდით გზაში?
მარკოზის სახარება თავი 9
32. მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვები, კითხვა კი ვერ შეჰბედეს.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეცხრე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 9, მ. 1)

1. და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა.

ესაუბრება რა საკუთარ დიდებაზე და სურს რა ასწავლოს, რომ იგი ტყულად არ ახსენებს მას, უფალი ამის შემდეგ ეუბნება: „არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი“, ანუ პეტრე იაკობი, იაონე, რომლებიც არ მოკვდებიან, სანამ მე არ ვუჩვენებ მათ ჩემი ფერისცვალებით, თუ როგორი დიდებით მოვალ მეორედ მოსვლისაა. რამეთუ ფერისცვალება სხვა არაფერია, თუ არა წინასწარი უწყება მეორედ მოსვლისა. ასე გაბრწყინდება მაშინ თავად და ასე გაბრწყინდებიან მართლებიც.

(თ. 9, მ. 2-3)

2. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა. 3. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად.

ლუკა მახარებელი ამბობს, რომ ეს იყო რვა დღის შემდეგ. თუმცაღა ის არ ეწინააღმდეგება მარკოზს, არამედ სავსებით ეთანხმება...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ჯერ-არს ძჱ კაცისაჲ მიცემად ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად“ (17,22-23).:

...მა ძე იგი საყუარელი, და სასწაულნი ესოდენნი აღესრულნეს, და აღდგომისა ქადაგებაჲ ესმა; და ამას ყოველსა ზედა ესმა რაჲ ვნებისა მისისათჳს, შეწუხნეს ფრიად. ხოლო ესე ამისთჳს იქმნა, რამეთუ ჯერეთ უმეცარ იყვნეს ყოფადთა მათ საქმეთა, ვითარცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას და ეშინოდა კითხვად მისა“; და ლუკა იტყჳს: „ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას ზედა, და იყო დაფარულ მათგან, რაჲთა ვერ გულისჴმა-ყონ იგი, და ეშინოდა მათ კითხვად მისა სიტყჳსა ამისთჳს“.

ხოლო უმეცარ თუ იყვნეს, რაჲსათჳს შეწუხნეს? გარნა არა ყოველსავე იყვნეს უმეცარ. ესე ესმოდა, ვითარმედ ჯერ-არს მიცემად მისა „ჴელთა კაცთაჲსა, და მოკლან იგი“, და ამას გულისჴმა-ჰყოფდეს, ხოლო უმეცარ იყვნეს, თუ სიკუდილმან მისმან დაჰჴსნას ძალი სიკუდილისაჲ და შემუსრნეს ბჭენი ჯოჯოხეთისანი და განათავისუფლნეს კაცნი მძლავრებისაგან ეშმაკისა. და სხუანი იგი ბევრეულნი კეთილნი, რომელნი იქმნეს სიკუდილითა მისითა, დაფარულ იყვნეს მათგან, და საიდუმლოჲ იგი აღდგომისაჲ არა იცოდეს. ამისთჳს მწუხარე იყვნეს ფრიად, ესმოდა რაჲ მოძღურისა მის და მეუფისა სახიერისა ვნებაჲ და სიკუდილი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოვიდეს იგინი კაპარნაუმდ, მოუჴდეს, რომელნი ხარ...

სრულად ნახვა