თ ა რ გ მ ა ნ ი: თქუა რაჲ, ვითარმედ სულისაგან წმიდისა იპოვა იგი მიდგომილ და არა თესლისაგან მამაკაცისა, გამოაჩინებს ჭეშმარიტებასა სიტყჳსა თჳსისასა. რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: ვინაჲ საცნაურ არს ესე, ვინ იხილა ესევითარი სადა, ანუ ვის ესმა, ამისთჳს იოსებს შემოიყვანებს დასამტკიცებელად სიტყჳსა თჳსისა და იჭუსა მას, რომელი მაშინ მოუჴდა გულსა მისსა, ვითარმცა იტყოდა: უკუეთუ არა გრწამს ჩემი და იჭუეულ ხარ წამებასა ამას ზედა ჩემსა, გრწმენინ იოსებისი. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო“. სიმართლე შესაკრებელი არს ყოველთა სათნოებათაჲ. ვინაჲთგან მართალი იყო, ჭეშმარიტებაჲცა და სხუაჲ ყოველი სათნოებაჲ აქუნდა მას. „და იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი“. ამისთჳს თქუა პირველ უწყებისა ზრახვაჲ მისი, რაჲთა შემდგომად უწყებისა ქმნილსა მას არა ურწმუნო იქმნე. იხილე სიმართლე კაცისაჲ მის, არა უნდა განმხილებაჲ მისი. და იჭჳ იგი არა განმხილებისა ოდენ, არამედ ტანჯვისაცა ღირს იყო ბრძანებისაებრ რჩულისა. ხოლო იოსებ ესევი-თარითა სიკეთითა შემკულ იყო, რომელ არა თუ უზეშთაესი იგი, არამედ უდარესიცა ესე, რომელ არს განმხილებაჲ და შერცხჳნებაჲ, არა ენება. და...
მათეს სახარება 1:19
18. ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი მარიამი დანიშნული იყო იოსებზე, და მათ შეერთებამდე აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო სული წმიდისაგან.19. ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, არ უნდოდა მისი შერცხვენა და განიზრახა ფარულად გაეშვა იგი.20. ეს რომ დააპირა, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად და უთხრა: იოსებ, დავითის ძეო, ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი: რადგან ვინც მასში ჩასახულია, სული წმიდისაგან არის.
მათეს სახარება თავი 1