მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 1:2

1. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა.2. აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები.3. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი.
მათეს სახარება თავი 1
2. აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ი გ ი ვ ე: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).

აჰა ესერა მესამე დღე არს ესე, ვინაჲთგან ვიწყეთ სიტყუად და ჯერეთ დაწყებაჲ სახარებისაჲ ვერ განგიმარტეთ. არა ცუდად სადმე ვიტყოდე, ვი-თარმედ ფრიადი სიღრმე აქუს ძალსა ამათ სიტყუათასა. მოედით უკუე, ნაკლულევანებაჲ იგი დღეს აღვასრულოთ და ვიხილოთ, თუ რაჲ წინაგჳც საძიებელად. ეძიებენ ჯერეთ მეძიებელნი იოსებისთჳს, თუ რაჲსათჳს იტყჳს მშობელთა მისთა, ვინაჲთგან არა აქუს ზიარებაჲ შობასა შინა ქრისტესსა, ანუ რაჲსათჳს ყოვლადცა მითხოილ იქმნა მისდა ქალწული. არა უმჯობეს იყოა, რაჲთამცა სრულიად უთხოელ იყო, ვინაჲთგან უთესლოდ ეგულებოდა შობაჲ ქრისტესი? ამის უკუე ესევითარისათჳს ვთქუთ ზემოცა, ვითარმედ: ინება მახარებელმან, რაჲთა რჩულისაცა წესი დაიმარხოს, რომელი არა შეუნდობდა დედათა თესლ-ტომისა აღწერად, და ამისთჳს იოსებისთჳს ყო სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ ესეცა რჩული იყო მტკიცე, რაჲთა სხჳსა ტომისაგან სხუასა ტომსა ვერ შეერთოს; ვინაჲთგან უკუე გამოაჩინა იოსებისი, ვითარმედ სახლისაგან დავითისა იყო, გამოჩნდებოდა, ვითარმედ ქალწულიცა მისვე სახლისაჲ იყო. თუ არა, ვერმცა მითხოილ იყო...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი I
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
1:2-6 — ქრისტეს გენეალოგია აბრაჰამიდან დავითამდე:

2. აბრაჰამმა შვა ისაკი. - მახარებელი ქრისტეს გენეალოგიას აბრაჰამით იწყებს, რადგანაც იგი იყო მამა ებრაელთა და პირველად მან მიიღო აღთქმა, რომ ყველა ხალხი მისი თესლით იკურთხეოდა. მაშასადამე, ქრისტეს გენეალოგიის მისგან დაწყება მართებულია, რადგანაც ქრისტე აბრაჰამის თესლია, რომლითაც ჩვენ ყეელამ, ვინც ადრე წარმართნი და დაწყევლილნი ვიყავით, კურთხევა მივიღეთ. აბრაჰამი ითარგმნება როგორც "მამა ერებისა", ისაკი კი, როგორც "სიხარული", "სიცილი". მახარებელი აბრაჰამის უკანონო შვილებს, მაგალითად, ისმაელსა და სხვებს, არ ახსენებს, რადგან იუდეველნი არა მათგან, არამედ ისაკისაგან წარმოიშვნენ.

2-3. ისაკმა შვა იაკობი. იაკობმა შვა იუდა და ძმანი მისნი. - ხედავ, იუდა და ძმანი მისნი იმიტომაც მოიხსენია, რომ თორმეტი შტო მათგან წარმოიშვა.

4. იუდამ თამარისაგან ფარეზი და ზარა შვა. - იუდამ თამარი ცოლად თავის ძეთაგან ერთ-ერთს, ჰერს შერთო, ხოლო როცა ჰერი უშვილოდ მოკვდა, იგი ცოლად ავნანს მისცა, რომელიც აგრეთვე მისი შვილი იყო. როცა თავისი სამარცხვინო საქციელის გამო სიცოცხლეს ისიც მოაკლდა, იუდას თამარი აღარავისზე აღარ დაუქორწინებია. მაგრამ რადგანაც თამარს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის