თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა სიმაღლე მსახურებისაჲ ამის მათისაჲ? იხილეა პატივი იგი მოციქულთაჲ? არარაჲ ხილული უბრძანა მათ ქადაგებად, ვი-თარცა-იგი მოსეს და სხუათა მათ წინაჲსწარმეტყუელთა, არამედ ყოველივე უცხოჲ და საკჳრველი. ხოლო წინაჲსწარმეტყუელნი და მოსე არარას ესევითარსა ქადაგებდეს, არამედ ქუეყანასა და კეთილთა ქუეყანისათა, გარნა მოციქულნი სასუფეველსა ცათასა იტყოდეს და კეთილთა მათ მოუგონებელთა; და არა ამით ხოლო ჯერითა უაღრეს იქმნეს, არამედ შეუორგულებელისა მისთჳსცა მორჩილებისა, რამეთუ ესოდენნიღა წინაჲსწარვე აუწყნა მოწევნადნი ჭირნი და ღუაწლნი მათ ზედა: პყრობილობანი, გუემანი, წარდგინებანი წინაშე მეფეთა და მთავართა, მოძულებანი ყოველ-თაგან, სიკუდილნი თითოსახენი, და არავე შეშინდეს, არამედ ფრიადითა მორჩილებითა შეიწყნარეს ბრძანებაჲ იგი, რამეთუ ქადაგნი იყვნეს ჭეშმარიტად სასუფეველისანი და მახარებელნი ბევრეულთა მათ კეთილთანი. ხოლო ვინაჲთგან ქადაგებაჲ მათი უცხოჲ იყო და დიდებული, სარწმუნოჰყოფს უფალი სიტყუათა მათთა საქმეთაგან და ეტყჳს:
მათეს სახარება 10:7
6. არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს.7. მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი.8. განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.
მათეს სახარება თავი 10