თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად საგონებელ არს სიტყუაჲ ესე, თუ არა შეწყობილ არს პირველთქუმულთა მათ სიტყუათა ძალსა, გარნა ფრიადი აქუს ამასცა მათა მიმართ განუყოფელობაჲ, რამეთუ მასვე პირსა განჰმარტებს, ვითარმედ ყოველივე სიტყუაჲ და საქმე იოვანესი მისსა განგებულებასა ეწამებოდა, დაღაცათუ საგონებელ იყო წინააღმდგომად; რამეთუ მრავლით კერძო და მრავალსახედ ისწრაფა უგუნურთა მათ ჰურიათა სარგებელი, დაღაცათუ მათ არა ინებეს. ამისთჳს, ვითარცა-იგი იტყოდა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: „რაჲღა ჯერ-იყო ქმნად სავენაჴისა მის, და არა ვქმენ?“ ეგრეთვე აწ იტყჳს ჭეშმარიტითა მით პირითა თჳსითა:
მათეს სახარება 11:17
16. ან ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? ვამსგავსებ მოედანზე მსხდომ ბალღებს, თავიანთ ტოლებს რომ უყვირიან17. და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ.18. ვინაიდან მოვიდა იოანე; არც ჭამს და არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო.
მათეს სახარება თავი 11