თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უკეთურებაჲ ესე ორთაჲვე, ეშმაკისაჲცა და ფარისეველთაჲცა! მან ორნივე საცნობელნი დაუყვნა მის საწყალობელისანი: თუალნი და ყურნი, რაჲთა ვერცა იხილოს ქრისტე, ვერცა ჰრწმენეს; არამედ ქრისტემან ორნივე განკურნნა, რომლისათჳსცა ერნი იგი განკჳრვებულ იყვნეს და იტყოდეს: „ნუუკუე ესე არს ძე დავითისი?“ ხოლო ფარისეველთა კუალადცა არა შეიკდიმეს გმობად, რამეთუ, ვითარცა ვთქუ, მარადის მწუხარე იყვნეს სხუათა კეთილისათჳს, და არარაჲ ესრეთ იყო შემაურვებელ მათდა, ვითარ ცხორებაჲ კაცთაჲ, რამეთუ შური შესწუვიდა მათ. ჰე, თუმცა სრულიად დაეწუნეს! დაღაცათუ დაუტევნა ქრისტემან და განეშორა, არამედ კუალად ესმოდა მისთჳს დიდებულებაჲ და უძჳრეს ეშმაკისა მის შეწუხნეს; რამეთუ იგი განეშორა კაცსა მას და ივლტოდა დუმილით, ხოლო ესენი გმობდეს და მოკლვასა განიზრახვიდეს.
მათეს სახარება 12:23
22. მაშინ მიჰგვარეს მას ბრმა და მუნჯი ეშმაკეული, და განკურნა იგი, ისე, რომ ამ ბრმასა და მუნჯს თვალი აეხილა და ამეტყველდა.23. უკვირდა ხალხს და ამბობდა: ეს ხომ არ არის დავითის ძეო?24. ხოლო ამის გამგონე ფარისევლები ამბობდნენ: ეს თუ ეშმაკებს აძევებს, მხოლოდ ეშმაკთა მთავრის, ბელზებულის შეწევნითო.
მათეს სახარება თავი 12