მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 13:18

17. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდათ ეხილათ ის, რასაც ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინეს.18. მაშ, ისმინეთ მთესავის იგავი:19. ყველას, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას, მაგრამ არ ესმის იგი, მიადგება უკეთური და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის თესლი, გზის პირას რომ დაითესა.
მათეს სახარება თავი 13
18. მაშ, ისმინეთ მთესავის იგავი:
მათეს სახარების განმარტება - თავი XIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
13:16-23 — მოწაფეთა ნეტარება და მთესვარის იგავის განმარტება:

16-17. ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მართალთა გული-უთქუმიდა ხილვად, რომელსა თქუენ ხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და არა ესმა. - ნეტარნი არიან მოციქულთა ხორციელი თვალები და ყურები, მაგრამ კიდევ უფრო ღირსნი ნეტარებისა მათი სულიერი თვალები და ყურებია, რადგანაც ქრისტე შეიცნეს. უფალი მათ წინასწარმეტყველებზე მაღლა აყენებს, რადგან ქრისტე ხორციელი თვალებითაც იხილეს, მაშინ, როცა ისინი მას მხოლოდ სულიერი თვალებით ჭვრეტდნენ, და კიდევ იმიტომაც, რომ არც იმდენი დაფარულის გაგების და არც ისეთი ცოდნის ღირსნი გამხდარან, რამდენიც ამათ შეიტყვეს და შეიმეცნეს. ამგვარად, მოციქულები წინასწარმეტყველებს ორი რამით აღემატებიან: იმით, რომ მაცხოვარი ხორციელადაც იხილეს და იმით, რომ ღმრთეებრივ საიდუმლოებს სულიერად უფრო მეტად ეზიარნენ. უფალი მოწაფეებს იგავს განუმარტავს და ეუბნება:

18-19. ხოლო თქუენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისაჲ. ყოველსა რომელსა ესმეს სიტყუაჲ სასუფეველისაჲ და არა გულისჴმა-ყოს, მოვიდის უკეთური იგი და მისტაცის დათესული...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაჲსწარმეტყუელთა და მართალთა გული ეტყოდა ხილვად, რომელსა ხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი გესმის, და არა ესმა“ (13,17).:

...მათთაჲსა.

ჰხედავა, ვითარ კუალადცა შეაერთებს ძუელსა მას ახალსა თანა და გამოაჩინებს, ვითარმედ არა ხოლო თუ მეცნიერ იყვნეს წინაჲსწარმეტყუელნი ყოფადთა მათ, არამედ ფრიადცა სუროდა ხილვად. ხოლო ვინაჲთგან ესრეთ ყოვლით კერძო ნეტარებისა ღირს-ყვნა მოციქულნი, მერმე ჰრქუა მათ: „ხოლო თქუენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისაჲ“; და განუმარტებს ყოველსა მას ზემოთქუმულსა: მოსწრაფებისათჳს და დაჴსნილობისა, საჴმართმოყუარებისათჳს და უპოვრებისა, მოშიშებისათჳს და სიმჴნისა.

და მერმე უჩუენნა სათნოებისა იგი თითოსახენი საზომნი, რამეთუ კაცთმოყუარებისა თჳსისათჳს არა ერთი გზაჲ გჳჩუენა სათნოებისაჲ, არცა თქუა: უკუეთუ ასეული ნაყოფი არა გამოიღოთ, არა შეგიწყნარებ, არამედ იტყჳს, ვითარმედ: სამეოცისაცა მომღებელი და ოცდაათისაჲცა შეწყნარებულ არს; რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, ვითარ ადვილ-ყო გზაჲ ცხორებისაჲ.

სწავლაჲ მე ვითარმედ ქველისსაქმე და ჭირვეულთა წყალობაჲ ქრისტესა მიიწევის

და შენცა, მორწმუნეო, ნუ სრულიად უნაყოფო იქმნები, არამედ უკუე-თუ ვერ ძალ-გიც ქალწულებაჲ, იქორწინე სიწმიდით; უკუეთუ ვერ იქმნები სრულიად უპოვარ, ნუ უდებ იქმნები ქველისსაქმისა მიცემად; უკუეთუ ვერ დაუტევებ ყოველსავე მონაგებსა შენსა ქრისტესთჳს, მიეც მას ზოგი საფასეთა შენთაჲ, ქმენ იგი თანამონაწილედ შენდა, რომელმან...

სრულად ნახვა