თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალგზის ენების კითხვის და ვერ იკადრიან. ვინაჲ უკუე მოიგეს აწ კადნიერებაჲ? ესმა ზემო, ვითარ ეტყოდა მათ, ვითარმედ: „თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცა-თაჲსა“, და ამისთჳს შეჰკადრეს კითხვად. ხოლო თჳსაგან ჰკითხეს, - არა თუ ერსა მას ეშურებოდეს, არამედ სიტყუასა მეუფისასა აღასრულებდეს, რომელ თქუა, ვითარმედ: „მათა არა მიცემულ არს“, რამეთუ არცა ინებეს მიღებად, არცა სთხოეს. ხოლო რაჲსათჳს დაუტევეს იგავი იგი ცომისაჲ და მდოგჳსაჲ და ღუარძლისაჲ იკითხეს? ვითარცა უმეტესად სხუათასა ცხადთა და ადვილთა გულისჴმისსაყოფელად თანაწარჰჴდეს, ხოლო ესე იკითხეს, ვითარცა შემსგავსებული პირველთქუმულისა მის, რომელი თქუა თესლისა მისთჳს და მთესვარისა. ამისთჳსცა უფალმან განუმარტა მათ. ხოლო ვითარცა მრავალგზის მითქუამს, ვითარმედ იგავთაჲ არა ჯერ-არს შემდგომითი შემდგომად ყოველთა სიტყუათა თარგმანებად, რამეთუ ესრეთ თუ ვინ ებრძოდის, ცთომასა შთავარდების. არამედ ესე ჯერ-არს გულისჴმის-ყოფაჲ, თუ რომლისა პირისათჳს ითქუა, და მისი შეწყნარებაჲ...
მათეს სახარება 13:36
35. რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს: გავხსნი ჩემს ბაგეს იგავთ სათქმელად, და ვიტყვი, რაც დაფარულია ქვეყნის დასაბამიდან.36. მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში დაბრუნდა. მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: განგვიმარტე ღვარძლისა და ყანის იგავი.37. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღი თესლის მთესავი ძეა კაცისა.
მათეს სახარება თავი 13