თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა განყოფილ არს ესე ზემოთქუმულთა მათ იგავ-თაგან, - თესლისა მის და ღუარძლისათჳს, - რამეთუ მუნცა რომელნიმე ცხონდეს და რომელნიმე წარწყმდეს? არამედ იგი იგავნი სარწმუნოებისათჳს იყვნეს. პირველნი იგი, - ეკალთა მიერ და კლდისა და გზასა ზედა დათესულისა, - ესენი მოესწავებოდეს, რომელთა არა შეიწყნარეს ქადაგებაჲ იგი; და კუალად ღუარძლისა მის მიერ მწვალებელნი გუაუწყნა, რომელთაცა ძედ უკეთურისა სახელ-სდვა. ხოლო აწ მათთჳს იტყჳს, რომელნი საქმეთა მიერ ბოროტთა წარწყმდებიან, რომელნიცა ფრიად საწყალობელ არიან, რამეთუ მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მიემთხჳნეს და ეგრეთცა ვერვე ცხონდეს, რამეთუ საქმენი ცოდვისანი ვერ მოიძულნეს. ხოლო ვი-თარ რომელ ოდესმე თავსა თჳსსა იტყჳს მწყემსი იგი სახიერი განმრჩეველად კეთილთა ბოროტთაგან, „ვითარცა განარჩინის მწყემსმან ცხოარნი თიკანთაგან“, და აწ აქა ანგელოზთა მოასწავებს? ესე ამისთჳს, რამეთუ ოდესმე კაცობრივრე ჰყოფს სიტყუასა თჳსსა მსმენელთა მათ უძლურებისათჳს და ოდესმე უმაღლეს და გულისჴმისსაყოფელად, რამეთუ ყოველივე განგებულებითა წამის-ყოფისა მისისაჲთა იქმნების. ხოლო...
მათეს სახარება 13:48
47. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ბადისა, რომელსაც ისვრიან ზღვაში, და იჭერს ყოველნაირ თევზს;48. ხოლო როცა გაივსება, ნაპირზე გამოათრევენ, დასხდებიან და ვარგისით გოდრებს დაავსებენ, ხოლო უვარგისთ გადაჰყრიან.49. ასე იქნება ქვეყნის დასასრულსაც: მოვლენ ანგელოზები და მართალთაგან განაშორებენ უკეთურთ;
მათეს სახარება თავი 13