რაჲსათჳს-მე წარვიდა კერძოთა ტჳროსისა და სიდონისათა? ვინაჲთგან ჰურიებრივი იგი ჭამადთა კრძალვაჲ განაქარვა, ჯერ-იჩინა აწ განღებად კარი წარმართთა, რომელთა შესლვაჲ ყოფად იყო შემდგომად ამაღლებისა მისისა; ვითარცა-იგი პეტრე, მოიღო რაჲ ბრძანებაჲ არარიდობისა ჭამადთაჲსა, მეყსეულად წარივლინა კორნელიოჲსისა. ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, თუ: ვითარ ჰრქუა თავადმან მოწაფეთა, ვითარმედ: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ“, და მერმე თავადივე ვიდოდა ყოველთასა პირველ გზასა მას? პირველად ამას ვიტყჳთ, ვითარმედ: არა თუ ვითარ-იგი მოწაფეთა ამცნო, ეგრეთვე იგი თანამდებ იყო; მეორედ, რამეთუ არა განცხადებულად ქადაგებად მოსრულ იყო. ამისთჳსცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელეწიფა დაფარვად“. ხოლო ესე კუალად არა ღირს იყო კაცთმოყუარებისა მისისა, რაჲთამცა რომელნი-იგი შეუვრდებოდეს, არამცა შეიწყნარნა. რამეთუ იხილეთ, თუ რაოდენისა კაცთმოყუარებისა ღირს არს დედაკაცი იგი, რომელსა ესოდენ უღირსად აქუნდა თავი თჳსი, რომელ არა იკადრა მისლვაჲ...
მათეს სახარება 15:21
20. ესენი არიან კაცის შემბილწველნი, ხოლო ხელდაუბანლად ჭამა არ ბილწავს კაცს.21. წამოვიდა იქიდან იესო, და მივიდა ტიროსისა და სიდონის მხარეს.22. და აჰა, ერთი ქანაანელი ქალი, იმ საზღვრებიდან გამოსული, მიჰყვიროდა მას და ამბობდა: შემიწყალე მე, უფალო, დავითის ძეო: ჩემი ასული საშინლად იტანჯება ეშმაკისაგან.
მათეს სახარება თავი 15