მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნბ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავი-თისო“ (15,21-22).

რაჲსათჳს-მე წარვიდა კერძოთა ტჳროსისა და სიდონისათა? ვინაჲთგან ჰურიებრივი იგი ჭამადთა კრძალვაჲ განაქარვა, ჯერ-იჩინა აწ განღებად კარი წარმართთა, რომელთა შესლვაჲ ყოფად იყო შემდგომად ამაღლებისა მისისა; ვითარცა-იგი პეტრე, მოიღო რაჲ ბრძანებაჲ არარიდობისა ჭამადთაჲსა, მეყსეულად წარივლინა კორნელიოჲსისა. ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, თუ: ვითარ ჰრქუა თავადმან მოწაფეთა, ვითარმედ: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ“,1 და მერმე თავადივე ვიდოდა ყოველთასა პირველ გზასა მას? პირველად ამას ვიტყჳთ, ვითარმედ: არა თუ ვითარ-იგი მოწაფეთა ამცნო, ეგრეთვე იგი თანამდებ იყო; მეორედ, რამეთუ არა განცხადებულად ქადაგებად მოსრულ იყო. ამისთჳსცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელეწიფა დაფარვად“.2 ხოლო ესე კუალად არა ღირს იყო კაცთმოყუარებისა მისისა, რაჲთამცა რომელნი-იგი შეუვრდებოდეს, არამცა შეიწყნარნა. რამეთუ იხილეთ, თუ რაოდენისა კაცთმოყუარებისა ღირს არს დედაკაცი იგი, რომელსა ესოდენ უღირსად აქუნდა თავი თჳსი, რომელ არა იკადრა მისლვაჲ იერუსალჱმდ, არამედ იხილა რაჲ უფალი მისრული ქუეყანასა მას, შეუვრდებოდა და ღაღადებით ითხოვდა წყალობასა.

ხოლო ვიეთმე თქუეს ესეცა თარგმანებაჲ, ვითარმედ სახე იყოო დედაკაცი იგი წარმართთა ეკლესიისაჲ. რამეთუ ოდეს გამოვიდა ქრისტე ჰურიასტანით, მაშინ შეეწყნარა მას ეკლესიაჲ წარმართთაჲ, გამოსრული საზ-ღვართაგან თჳსთა, ვითარცა წერილ არს: „დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ“.3 რამეთუ გამოვიდა ქრისტე საზღვართაგან ჰურიასტანისათა, და დედაკაცი იგი - საზღვართაგან თჳსთა, და ესრეთ შეემთხჳნეს ურთიერთას. ესე იგი არს, ვითარმედ ქრისტე გარდამოჴდა ზეცით, და ეკლესიაჲ განეშორა საცთურთაგან კერპთმსახურებისათა, და ესრეთ შეიწყნარა იგი უფალმან.

„და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღა-ღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს“.

იტყჳს მახარებელი შესმენასა მის დედაკაცისასა, რამეთუ ქანანელი უწოდა, რაჲთა საკჳრველი ესე გამოაჩინოს და იგი უმეტესად აქოს. რამე-

1 მათ. 10,5. 2 მარკ. 7,24. 3 ფსალმ. 44,11.

თუ გესმას რაჲ ქანანელი, მოიჴსენენ წარმართნი იგი უშჯულონი, რომელთა წესნიცა ბუნებისანი გარდააქცინეს; და იგინი რაჲ მოიჴსენნე, გულისჴმა-ყავ ძალი ქრისტეს მოსლვისაჲ, რამეთუ რომელნი-იგი განითხინეს ქუეყანისაგან თჳსისა, რაჲთა არა განდრიკნენ ჰურიანი, ესოდენ აწ უგონიერეს ჰურიათასა იქმნეს, ვიდრეღა გამოვლენცა საზღვართაგან თჳსთა მიგებებად ქრისტესა, ხოლო ჰურიანი მათდა მოსრულსაცა უფალსა არა შეიწყნარებენ.

ქანანელი იგი ღაღადებს და ითხოვს წყალობასა ასულისათჳს ეშმაკ-თაგან გუემულისა, რაჲთა გუასწაოს ყოველთა ამის ღაღადებისა შეწირვად უფლისა: „შემიწყალე მე, უფალო“. არა თქუა, თუ: შეიწყალე ასული ჩემი, არამედ: „შემიწყალე მე, უფალო“, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად იგუემების ეშმაკისაგან და ცნობამიღებულ არს ვნებისა მისგან, ხოლო მე ვარ, რომელსა ძლიერად მელმის სალმობისათჳს მისისა და უმეტეს მისა ვიგუემები.

„ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ“ (15,23). რაჲ არს უცხოჲ ესე საკჳრველი? ჰურიანი უმადლო არიან და გარემიაქცევენ მას; და იგი მოუწოდს წყალობით და მგმობართა მათ ნუგეშინის-სცემს და გამომცდელთა მათ არა დაუტეობს. ხოლო ქანანელსა მას არა მიუგებს სიტყუასა, რომელი-იგი უმეცარ ღათუ იყო შჯულსა და წინაჲსწარმეტყუელთა, არამედ ესრეთ მჴურვალითა სარწმუნოებითა შეუვრდების და ევედრების. ვისმცა არა შეეწყალა იგი და განკჳრდა საქმესა ამას ზედა? რამეთუ არა თუ სხუა-თა მათ ერთა ხოლო, არამედ მოციქულთაცა შეუძნდა საქმე ესე, გარნა ვერვე იკადრეს თქუმად, თუ: მიჰმადლე მაგას თხოვაჲ მისი, არამედ ესრეთ ეტყჳან:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ. ჰრქუა მათ იესუ: არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. ხოლო იგი მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და იტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა“ (15,23-27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიად საქებელ არს დედაკაცი ესე, რომელმან ესოდენი აჩუენა სარწმუნოებაჲ და სიმდაბლე. პირველად ღაღადებდა: „შემიწყალე მე, უფალო!“ და არარაჲ მიუგო უფალმან; არავე უდებ იქმნა იგი, არცა სასოებაჲ წარიკუეთა და შეიქცა. შეეწყალა იგი მოწაფეთა, მოაჴსენეს მისთჳს იესუს, და მიუგო მათ სიტყუაჲ, უფროჲსადღა შემძლებელი შეწუხებად მისა. ესმა რაჲ ესე დედაკაცსა მას, ნუუკუე წარიკუეთაა სასოებაჲ ანუ დაიდუმა ვედრებაჲ? ნუ იყოფინ! არამედ უმჴურვალესნი სიტყუანი წარმოთქუნა.

ხოლო ჩუენ არა ესრეთ ვყვით, არამედ ერთგზის თუ გინა ორგზის ვევედრნეთ და არა მივემთხჳნეთ თხოასა მას, მეყსეულად უდებ ვიქმნებით. გარნა დედაკაცმან მან არა ესრეთ ყო, არამედ იხილა რაჲ, ვითარმედ მოციქულნიცა ევედრნეს მისთჳს და არა მიემთხჳნეს თხოასა მას, არავე დაიჴსნა მწუხარებითა, არამედ შეიმოსა კადნიერებაჲ და ურცხჳნელობაჲ კეთილი, მიუჴდა და თაყუანის-სცემდა და იტყოდა: „უფალო, შემიწყალე მე!“

რაჲ არს ესე, დედაკაცო? არა თუ შენ უმეტესი მოციქულთაჲსა გაქუს კადნიერებაჲ? კადნიერებაჲ არცა ერთი მაქუსო, არამედ მრავლითაცა სირცხჳლითა სავსე ვარ, გარნა არა წარვიკუეთ სასოებასა, არამედ ვევედრები, ვიდრემდის შემიწყალოს მე სახიერმან უფალმან. და არა გესმაა, ვი-თარმედ: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა“? ჰე, მესმაო, გარნა იგი უფალ არს ყოვლისავე და ჴელმწიფებაჲ აქუს ჩემდაცა შეწყალებად. ამისთჳს არცა ვიტყჳ, თუ: ევედრე მომავლინებელსა შენსა, არამედ ვიტყჳ: „შემიწყალე მე“ და შემეწიე მე, რამეთუ უწყი, ვითარმედ ყოველივე ძალ-უც და ყოველივე ჴელ-ეწიფების, ვითარცა უფალსა ყოველთასა. ხოლო რაჲ არს ესე, თუ: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა“? მოვლინებაჲ უკუე და მოსლვაჲ ერთ არს, რამეთუ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე მოვიდა ცხორებად სოფლისა ნებითა მამისაჲთა და თანაშეწევნითა სულისა წმიდისაჲთა. აწ უკუე, ოდეს-იგი ნებასა და ჯერ-ჩინებასა მამისასა გამოაჩინებდეს, იტყჳს, ვითარმედ: „მოვივლინე“, ხოლო ოდეს თჳსსა მას ჴელმწიფებასა და მამისა თანაარსებასა გუაუწყებდეს, იტყჳს, ვითარმედ: „მოვედ“. და ორივე ერთ არს, და ორისაგანვე განუყოფელობასა ვისწავებთ და შეურევნელობასა მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა.

ესრეთ უკუე მოასწავებს უფალი სიტყუათა ამათ მიერ, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა არს წუთერთ ჟამი წარმართთა ქადაგებისაჲ, რამეთუ ჯერეთ არა უქმნიეს ისრაჱლსა სრულიადი ჯმნაჲ ცხორებისაგან თჳსისა, არამედ მე აწ მათდა ჴელ-მიყოფიეს მოქცევად წარწყმედისაგან და არღა მივალ უცხოთესლთა მიმართ, რაჲთა არა მივსცე მათ მიზეზი დაბრკოლებისაჲ. ხოლო ოდეს-იგი მათ იჯმნან სრულიად ჩემგან და თქუან, ვითარმედ: არა გუნებავს მეუფებაჲ შენი ჩუენ ზედა, და მიმცენ ჯუარ-ცუმად, მიერითგან განეღოს წარმართთა გზაჲ იგი ცხორებისაჲ, და მაშინ მოუწოდო მათ მონებად ჩემდა თანა მამით და სულით წმიდითურთ.

არამედ ყოველსავე მას სიტყუასა ზედა დედაკაცი იგი არა დააცადებდა ვედრებასა, რამეთუ მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და იტყოდა: „უფალო, შემიწყალე მე!“

„ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური პირისაგან შვილთაჲსა და დაგებად ძაღლთა“.

რაოდენცა მან განამრავლა ვედრებაჲ, ესოდენ უფალმან დაამძიმა საქმე იგი და არღარა ცხოვარ უწოდა ისრაჱლთა, არამედ შვილ, და იგი საზომსა ძაღლთასა განაწესა. ხოლო დედაკაცმან მან სიტყუათავე მათგან შეჰმზადა ვედრებაჲ, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: საზომსა თუ ძაღლთასა ვარ, მიხარის, რომელ ხოლო არა უცხოჲ ვარ, არამედ შენისავე ჴელმწიფებისაჲ ვარ. ჯერ-არს უკუე ჩემიცა გამოზრდაჲ ნაბიჭევისაგან ტაბლისა მის კეთილთა შენთაჲსა, რამეთუ ძაღლნიცა იზარდებიან; დაღაცათუ არა ღირს იყვნენ პურსა, არამედ ნაბიჭევსა მიიღებენ და კმა არს მათდა, უკუეთუ ტაბლაჲ იგი მდიდარ იყოს. აწ უკუე შენისა მის ტაბლისა სიმდიდრე, ჵ მეუფეო, ესრეთ დიდ არს და გარდამატებულ, რომელ ნაბიჭევი ხოლო კმა არს აღვსებად ჩემდა ფრიადითა კეთილითა, არა ჩემდა ოდენ, არამედ სხუათაცა მრავალთა. კეთილად იტყოდა უფალი სხუასა ადგილსა, ვითარმედ: „სჯად ამას სოფელსა მოსრულ ვარ“,1 რამეთუ აჰა ესერა დიდ იქმნებოდა ამის დედაკაცისაგან დასჯილებაჲ ჰურიათაჲ.

ესე შეურაცხ იქმნა და არავე წარვიდა, არამედ სიტყუათა მათ სიბრძნისათა წარმოიტყჳს. ხოლო იგინი პატივ-იცემებოდეს და ბევრეულთა ქველისმოქმედებათა ღირს იქმნებოდეს და უმადლოებითა სავსე იყვნეს და ყოველსავე უგულებელს-ჰყოფდეს, ვიდრეღა სრულიადი განდგომილებაჲ იზრახეს. ხოლო უფალმან არა მისცა მათ ყოვლადვე მიზეზი. ამისთჳსცა აღსასრულადმდე მათ თანა დაადგრა, ასწავებდა და ჰკურნებდა ყოველსავე სენსა და ყოველსავე ცისად-ცისად გუემულებასა და წარმართთა მიმართ არა მივიდოდა, არამედ ძაღლად სახელ-სდვა მათ და ჰურიათა - შვილად. ხოლო ვინაჲთგან უშჯულოთა მათ არა შეჰრცხუენა, არცა შეძრწუნდეს ჴელისა მიყოფად მის ზედა, წინაუკუმოიქცა სახელი ესე, და იქმნეს იგინი ძაღლ და გამოეჴუნეს საღმრთოჲსა მის საზრდელისაგან, ვითარცა თქუა მათთჳს დავით: „მიიქცენ მწუხრი და [და]ყმებოდიან, ვითარცა ძაღლნი“.2 ხოლო წარმართთა შეიწყნარეს ქადაგებაჲ მოციქულთაჲ, და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი.

ხოლო რაჲსათჳს ესოდენი აჩუენა უფალმან დედაკაცსა მას მძიმედ შეწყნარებაჲ ვედრებისა მისისაჲ? არა თუ არა ენება მიცემად მისა თხოვაჲ იგი, რამეთუ უკუეთუმცა არა ენება, არცამცა მიეცა, არამედ იცოდა უფალმან, თუ ვითართა სიტყუათა ეგულებოდა დედაკაცსა მას თქუმად. ამისთჳს ჰყოვნიდა მინიჭებად მისა, რაჲთა გამოაცხადოს გონებაჲ მისი, სავსე სიბრძნითა და სარწმუნოებითა და სიმდაბლითა. და ვითარცა-იგი ასის-თავსა მის ზე ქმნა, რამეთუ თქუა: „მოვიდე და განვკურნო იგი“,3 რაჲთა გამოცხადნეს სარწმუნოებაჲ მისი, ვითარ მიუგო, ვითარმედ: „არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ“;4 და წიდოვნისა მისთჳს იტყოდა: „ვინ შემახო მე?“5 რაჲთა განცხადებულ იქმნას სარწმუნოებაჲ მისი; და სამარიტელსა მას ამხილა ცოდვაჲ მისი, რაჲთა საცნაურ-ყოს, ვითარ მხილებულიცა არავე განჰკრთა, არამედ უმეტესსა სარწმუნოებასა მოვიდა. ეგრეთვე აქა ესრეთ განაწესა, რამეთუ არა ენება, რაჲთამცა დაიფარა ესოდენი სათნოებაჲ დედაკაცისაჲ მის, არამედ ჯერ-უჩნდა გამოცხადებად

1 იოან. 9,39. 2 ფსალმ. 58,7. 3 მათ. 8,7. 4 მათ. 8,8. 5 ლუკ. 8,45.

დიდძალი იგი საუნჯე მის შორის დაფარული სარწმუნოებისა მის მჴურვალისაჲ და სიმდაბლისა ფრიადისაჲ; ვითარ თავადმან შვილად უწოდა უმადლოთა მათ ჰურიათა, ხოლო მან არა ხოლო დრტჳნვაჲ არა აჩუენა, არამედ უფროჲსად აღჰმატა ქებაჲ მათი; თქუა, ვითარმედ: „ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა“. იხილეა სიბრძნე და სიმდაბლე დედაკაცისაჲ მის? იხილე კუალად ზუაობაჲ იგი ჰურიათაჲ: „ნათესავნი აბრაჰამისნი ვართო და არასადა ვის ვჰმონებდით“,1 და სხუასა ესევითარსა მრავალსა იტყოდეს. ხოლო დედაკაცი იგი არა ესრეთ, არამედ ყოვლითა შემუსრვილებითა სავსე არს. ამისთჳსცა იხილე, რაჲ-იგი უფალმან ჰრქუა მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს! და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან“ (15,28).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისთჳს ჰყოვნიდა მინიჭებად მისა თხოაჲ იგი, რაჲთა ესე სიტყუაჲ აღმოთქუას, რაჲთა ესრეთ გჳრგჳნოსან-ყოს იგი.

„გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს!“ და მეყსეულად განიკურნა ასული მისი, რამეთუ იგი ენება.

ესე ჴმაჲ მსგავს არს პირველსა მას სიტყუასა, რაჟამს თქუა: „იყავნ სამყაროჲ!“2 და „იყავნ ნათელი!“3 და იქმნა ყოველივე. ეგრეთვე აქა ჰრქუა: „დიდ არს სარწმუნოებაჲ შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს!“ და მეყსეულად განიკურნა ასული მისი, რაჲთა ცნან ყოველთა, ვითარმედ არა სასმენელად ხოლო იტყოდა სიტყუათა მათ, არამედ სიღრმითა გულისაჲთა. ამისთჳს სარწმუნოებისაებრ მისისა ბრძანა ქმნად, რაჲცა ენებოს, და განიკურნა მეყსეულად ასული მისი.

ხოლო თქუენ იხილეთ, ვითარ მოციქულნი ევედრნეს მისთჳს, და არა შეისმინა მათი. იგი ევედრა და ყოველივე თხოაჲ თჳსი აღასრულა, რაჲთა ჩუენ ვისწაოთ ძალი ლოცვისაჲ, თუ რაოდენ შემძლებელ არს. რამეთუ თავთა ჩუენთათჳს ჩუენ მიერ, შეცოდებულთა ამათ, ჰნებავს ვედრებისა სმენად, ვიდრეღა სხუათა მიერ ჩუენთჳს ლოცვისა. არა უმეტესი აქუნდაა მოციქულთა კადნიერებაჲ, ვიდრეღა დედაკაცსა მას? არამედ რომელ-იგი მათ არა უსმინა, მისი ისმინა, რაჟამს-იგი ფრიადი აჩუენა ვედრებაჲ და სიმდაბლე. და მოციქულთაცა გამოუცხადა, ვითარმედ ამისთჳს არა ისმინა მათი, რაჲთა დედაკაცისა მის სათნოებაჲ საცნაურ იქმნას.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და წარვიდა მიერ იესუ და მოვიდა ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა და აღვიდა მთასა და დაჯდა მუნ. და მოუჴდა მას ერი მრავალი, რომელთა ჰყვა მათ თანა მკელობელები, ბრმები, ყრუნი, ქუეწარმძრომელნი და სხუანი მრავალნი თითოსახეთაგან სენთა შეპყრობილნი. და დასხნეს იგინი ფერჴთა თანა მისთა, და განკურნნა იგინი, ვიდრე უკჳრდაცა ერსა მას, ხედვიდეს რაჲ, ვითარ-იგი ყრუნი იტყოდეს, და მკელობელნი ვიდოდეს, და ღრეკილნი განიკურნებოდეს, და ბრმანი ხედვიდეს; და ადიდებდეს ღმერთსა“ (15,29-31).

1 იოან. 8,33. 2 დაბ. 1,6. 3 დაბ. 1,3.

თ ა რ გ მ ა ნ ი: ოდესმე თავადი მიმოვალს და ჰკურნებს, და ოდესმე მიელის მისა მისლვად, რაჲთა მათცა აჩუენონ სარწმუნოებაჲ, ვითარცა აწ ესერა აღვიდეს მთად უძლურნი იგი და მკელობელნი, და მეყსეულად ყოველნი განკურნნა. და იყო ჭეშმარიტად სასწაული დიდებული: ზეტჳრთულნი აღვიდეს მთად და ფერჴითა თჳსითა შთავიდოდეს ხლდომით; აღვიდეს ბრმანი წინაძღომითა სხუათაჲთა და შთავიდოდეს ბრწყინვალითა თუალითა; აღვიდეს შეღრეკილნი და შთავიდოდეს აღმართებულნი. ამისთჳს სიმრავლემან მან განკურნებულთამან და სიადვილემან კურნებისამან განაკჳრვა ერი იგი და ადიდებდეს ღმერთსა.

იხილეა, ვითარ დედაკაცისა მის თხოაჲ ესრეთ მყოარ ჟამ ვედრებითა მიანიჭა, ხოლო ესენი მეყსა შინა განკურნნა? არა თუ ესენი უმჯობეს მისსა იყვნეს და ამისთჳს ყო ესრეთ, არამედ რომელ-იგი უმორწმუნეს ამათსა იყო, ამისთჳს მისისა მის ასულისა კურნებად ჰყოვნიდა, რაჲთა სარწმუნოებაჲ და მჴურვალებაჲ მისი გამოაჩინოს. ხოლო ამათ წამსა შინა მიანიჭა კურნებაჲ, რაჲთა დაუყოს პირი ურწმუნოთა მათ ჰურიათა და ყოველივე მიზეზი მოუწყჳდოს მათ. რამეთუ რაოდენცა უმეტესთა ვინ ქველისმოქმედებათა მიემთხჳოს, ეგოდენ უმრავლესთა სატანჯველთა ღირს იქმნების, უკუეთუ უმადლო იპოვოს და არცა თუ პატივისა მისგან შეიკდიმოს. ამის-თჳსცა მდიდარნი უკუეთუ უკეთურ იპოვნენ, უმეტეს გლახაკთა ცოდვილ-თასა იტანჯნენ, რომელ-იგი არცა თუ უხუად მონიჭებულთა მათ კეთილთა ზედა ღმრთისათა შეიმოსეს მათ გონებაჲ კეთილი.

სწავლაჲ ნბ მოწყალებისათჳს

და ნუ ამას იტყჳ, თუ: ქმნეს მათ მოწყალებაჲ; რამეთუ უკუეთუ არა ქმნეს შემსგავსებულად მონაგებისა თჳსისა, ვერ განერნენ სატანჯველსა. რამეთუ არა თუ საზომითა მით მისაცემელისაჲთა განიკითხვის მოწყალებაჲ, არამედ უხუებითა მით გონებისაჲთა. უკუეთუ ვისმე აქუნდეს ორი დრაჰკანი და ერთი მისცეს ქველისსაქმედ, და სხუასა აქუნდეს ათასი და ასი მისცეს ქველისსაქმედ, რომელმან ქმნა უმეტესი ქველისსაქმე? ჭეშმარიტად მან, რომელმან ორისაგან ერთი მისცა, რამეთუ მან ნახევარი მონაგებისა თჳსისაჲ მისცა ქრისტესა, ხოლო მეორემან მან - მეათედი. აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ რომელი მდიდარ იყოს, დაღაცათუ მისცემდეს ქველისსაქმესა, არამედ უკუეთუ შემსგავსებულად სიმდიდრისა თჳსისა არა მისცეს, საბრალობელ არს და დასასჯელ. ხოლო უკუეთუ ესევითარნი იგი დასასჯელ არიან, რავდენ უფროჲს იგინი, რომელთა მეტი და ნამეტნავი აქუს და გლახაკთა არა სწყალობენ, რომელნი ტაძართა მრავალსარ-თულთა და ქორისქორთა ოქროქანდაკებულთა აღაშენებენ და ოქროსა და ვეცხლსა განამრავლებენ და მშიერთა არა გამოჰზრდიან, არცა შიშუელთა შეჰმოსენ?

ხოლო ვინაჲთგან მოწყალებისათჳს შემოვიდა სიტყუაჲ, მოედით, კუალად ვთქუათ, რომელსა-იგი პირველ სამისა დღისა ვიტყოდეთ. რამეთუ მაშინ ვთქუთ, ვითარმედ მოწყალებაჲ ჴელოვნებაჲ არს კეთილი, ღმრთისა მიერ მონიჭებული, და სავაჭროჲ მისი ცათა შინა არს, და მოძღუარ ჴელოვნებისა მის არავინ არს კაცთაგანი, არამედ ღმერთი.

მოედით უკუე, იგივე სიტყუაჲ გამოვიძიოთ. რამეთუ ყოველივე ჴელოვნებაჲ საქმისა რომლისამე მიმართ საჴმარ არს: მჭედლობაჲ საჴმარ არს, რაჲთა იქმნას ცული და ეჩუე, ხერხი და საჴნისი, ჴრმალი და ლახუარი და სხუაჲ ესევითარი. ხუროვნებაჲ ეგრეთვე საჴმარ არს შენებად ტაძარ-თა და სხჳსა ყოვლისავე ძელითხუროებისა, გინა თუ ქვათხუროებისა. ეგრეთვე ყოველნი ჴელოვნებანი არიან, თითოეული რომლისავე საქმისათჳს საჴმარ არს. ეგრეთვე, ვინაჲთგან მოწყალებაჲცა ჴელოვნებად სათნოდ მოცემულ არს ჩუენდა, ვიხილოთ, თუ რომელსა საქმესა საჴმარ არს იგი, ანუ რაჲ არს სარგებელი მისი.

არა ტაძართა გჳშენებს თიჴისაგანთა, არცა სამოსელთა ანუ ჴამლთა გჳკერავს განხრწნადთა, არამედ ჴელთაგან სიკუდილისათა გჳჴსნის და საუკუნესა მას ცხორებასა შეგჳყვანებს და აღგჳშენებს სავანეთა მათ და საყოფელთა საუკუნეთა; ლამპართა ჩუენთა არა შეუნდობს დაშრეტად, არცა სამოსლითა ხენეშითა შეგჳნდობს შესლვად სასძლოსა მას, არამედ განგუასპეტაკებს; არა შეგჳნდობს შთავრდომად, სადა მდიდარი იგი შთავარდა, არცა სმენად სიტყუათა მათ მძიმეთა, არამედ მიმიყვანებს ჩუენ წიაღთა აბრაჰამისთა.

ჴელოვნებანი ესე სოფლიონი - თითოეულსა ერთი საქმე უპყრიეს და უფროჲსად თჳსსა მასცა საქმესა ვერვე აღასრულებს, უკუეთუ სხუაჲცა ჴელოვნებაჲ არა შეიწიოს. რამეთუ მუშაკისა საქმე არს მორეწად საზრდელისა, არამედ უკუეთუ არა თანაშეეწიოს მჭედლობაჲ ქმნად ცულისა და თოჴისა და საჴნისისა და სხჳსა მრავლისა, ვერარას ჴელ-ეწიფების ქმნად. ეგრეთვე ყოველნი ჴელოვნებანი ჭურჭელთა საქმისა თჳსისათა სხუათა ჴელოვნებათაგან მოირეწენ, ხოლო მოწყალებასა არავისგან უჴმს მორეწაჲ, არამედ გონებაჲ ხოლო კეთილი საჴმარ არს და ყოველივე წარუმართებიეს. ხოლო უკუეთუ იტყჳ, ვითარმედ: ჰე, უჴმს მოწყალებასაცა სხჳთ მოგებაჲ საქმისა თჳსისაჲ; უკუეთუ არა მქონდის საფასე, საჴმარნი და სამოსელნი, ვითარ ვყო ქველისსაქმე, ვითარ გამოვზარდო მშიერი, ვითარ შევმოსო შიშუელი? ხოლო რომელი ამას იტყჳ, კაცო, წარიკითხე, რაჲ ბრძანა უფალმან ქურივისა მისთჳს, და ნუღარა იჭირვი ამის ჯერისათჳს. რამე-თუ დაღაცათუ ფრიად გლახაკ იყო, უკუეთუ ორი წულილი მისცე, სრული გიქმნიეს საქმე იგი; უკუეთუ ჴუეზაჲ პურისაჲ ანუ კოტორი ერთი მისცე და სხუაჲ არა გაქუნდეს, თავსა მას აღსრულ ხარ კიბისასა.

აწ უკუე ვისწრაფოთ ამის ჴელოვნებისა სწავლად, რამეთუ უმჯობეს არს ამისი წარმართებაჲ, ვიდრეღა დაპყრობად ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა. და არა ესე ხოლო არს საქმე მისისა ჴელოვნებისაჲ, რომელ არა უჴმს კაცთა ჴელოვნებათაგან მოღებად შეწევნისა, არამედ რომელიგი საკჳრველთა და დიდებულთა საქმეთა აღმასრულებელი არს, რამეთუ ტაძართა აღაშენებს სამარადისოდ მდგომარეთა ცათა შინა და ასწავებს მოყუარეთა თჳსთა, თუ ვითარ განერნენ უკუდავისა მისგან სიკუდილისა, და საუნჯეთა მიანიჭებს წარუპარველთა და წმიდა-ჰყოფს სულსა ყოვლისავე ბრალისაგან. და რად საჴმარ არს თითოეულად წარმოთქუმაჲ საქმე-თა მისთაჲ? ერთი მიგითხრა და კმა არს. ესე გასწავებს, თუ ვითარ იქმნა მსგავს ღმრთისა, რომელ-ესე თავი არს და ბეჭედი ყოველთა კეთილთაჲ. რაჲმცა უკუე იყო სწორ მისა და უაღრეს, რამეთუ სხუანი ყოველნი ჴელოვნებანი არა ხოლო თუ უძლურ არიან და ვერ შემძლებელ თავით თჳსით წარმართებად საქმისა თჳსისა, არამედ განქარვებადნიცა არიან და საწუთროსა ამას ცხორებასა თანა წარმავალნი; და მოქმედნი რაჲ მათნი მოუძლურდენ, არღარა ჩანან, და საქმესა თჳსსა განუქარვებელად ვერ დაიცვენ და შრომაჲ უჴმს და სიგრძე ჟამისაჲ და სხუაჲ ესევითარი მრავალი. ხოლო სულიერი ესე ჴელოვნებაჲ მოწყალებისაჲ, ოდეს სოფელი წარჴდეს, მაშინ უმეტესად გამობრწყინდების, ოდეს მოვკუდეთ, მაშინ გამოჩნდების. არა უჴმს არცა შრომაჲ, არცა სიგრძე ჟამისაჲ, არცა სხუაჲ რაჲმე სიძნელე, არამედ უძლურებასა შინა თუ იყო, აღესრულების, და-თუ-ჰბერდე, ეგრეთვე; გან-რაჲ-ხჳდე ამიერ სოფლით, თანამოგზაურ გექმნების და არაოდეს დაგიტეობს, უგონიერეს და უბრძნეს გყოფს შენ ფილაფოზთა და გამომეტყუელთასა და უსაწადელეს ყოველთა კაცთასა. რამეთუ ფილოსოფოსთა მათ და სიბრძნისმეტყუელთა მრავალნი ჰქონან მოშურნენი, ხოლო ამის ჴელოვნებისა წარმმართებელთა მრავალნი ჰქონან მლოცველნი. ესე შეიყვანებს მოქმედთა თჳსთა წინაშე საყდართა ქრისტესთა და თანაშეეწევის და განამართლებს მათ. დაღაცათუ ფრიად შეცოდებულ იყოს მოქმედი იგი მისი, ღირს-ჰყოფს წყალობასა და გჳრგჳნოსნობასა. ამის მიერ ჰგიეს სოფელი, ხოლო ესე თუ მოსპო, ყოველივე ცხორებაჲ კაცთაჲ დაიჴსნას. ვითარცა უკუეთუ ვინმცა ნავთსაყუდელნი ზღჳსანი ყოველნი დაჰჴსნნა, ვერღარამცა ჴელ-ეწიფებოდა ნავთა სლვად, ეგრეთვე უკუეთუ წყალობაჲ და კაცთმოყუარებაჲ დაჰჴსნა, ვერღარა ეგოს სოფელი ესე. ამისთჳს არა ხოლო თუ მცნებად დადვა იგი ღმერთმან, არამედ მრავალი საქმეთა მისთაგანი ბუნებასაცა შინა დასთესა, და ამით წესითა მამანიცა და დედანი შვილთა სწყალობენ და შვილნი - მშობელთა, ძმანი - ძმათა და კაცნი - კაცთა, რამეთუ ბუნებითი არს საქმე ესე წყალობისაჲ. ამისთჳს, ვიხილით რაჲ კაცი ტანჯვასა შინა ანუ გლოასა, შეგუეწყალის და ვცრემლოოდითცა. ესოდენ უნდა ღმერთსა, რაჲთა წარემართოს საქმე ესე კაცთა შორის, რომელ ბუნებასაცა შინა დაჰნერგა იგი.

ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, ვასწაოთ მოწყალებაჲ თავთა ჩუენ - თა და შვილთა და მეგობართა ჩუენთა. ამას ისწავლიდინ ყოველი კაცი, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტი კაცებაჲ, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „დიდ არს და პატიოსან კაცი მოწყალე“.1 ხოლო ესე თუ არა აქუნდეს მას, კაცებაჲცა წარუწყმედია, და რად გიკჳრს, თუ ვთქუ, ვითარმედ ესე ჰყოფს ჭეშმარიტსა კაცებასა? უფროჲსად ესე ჰყოფს კაცსა მსგავს ღმრთისა, რამეთუ იტყჳს: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს“.2 ვისწაოთ უკუე წყალობაჲ, რამეთუ ჩუენცა ფრიად გჳჴმს წყალობაჲ. ხოლო მოწყალებასა ვიტყჳ, რომელი ანგაჰრებისაგან წმიდა იყოს, რამეთუ მონახუეჭისაგან ქმნილი ქველისსაქმე უსარგებელო არს, უკუეთუ თანა იტაცებდეს და თანა მისცემდეს. რამეთუ უკუეთუ არამიცემაჲ თჳსისა საფასისაჲ უწყალოება არს, სხჳსაგან მოტაცებაჲ რაჲ-მე იყოს?

აწ უკუე ნუ იტყჳ, თუ: სხჳსაგან მოვიხუეჭე და სხუასა მივსცემ, რამე-თუ ესე არს საქმე ცუდი. უფროჲსად მისავე ჯერ-არს მიცემაჲ, რომლისაგან მოიხუეჭე, რამეთუ რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ სხუაჲ მოსწყლა და სხუასა ჰკურნებდე? ყოვლადვე ნუვის მოსწყლავ, არამედ სხჳსა მიერ წყლულთაცა ჰკურნებდი. უკუეთუ კულა მოსწყლა, იგივე განკურნე, რამეთუ მისი იგი წყლულებაჲ შენი არს, და თჳსსა ჰკურნებ წყლულებასა. განეშორე ანგაჰრებისაგან და მოხუეჭისა, რამეთუ არა ეგების მითვე საზომითა მოწყალებისაჲთა კურნებად ბრალსა მას ანგაჰრებისასა; რამეთუ მოიხუეჭო თუ დანგი ერთი, არა გეყოფის კუალად დანგისა მიცემაჲ ქველისსაქმედ, რაჲთა განჰკურნო ბრალი იგი, არამედ ასწილად და ათასწილად გიჴმს მიცემაჲ და ძლით განჰკურნო წყლულებაჲ იგი სულისა შენისაჲ. ხოლო ნაყოფსა მოწყალებისასა ვერცა მაშინ მოიღებ, არამედ ჰე თუმცა ბრალი ხოლო შეგენდო. შჯული მპარავსა ოთხწილად აზღვევს. აწ უკუე მტაცებელი დიდად უძჳრეს არს მპარავისა. ხოლო უკუეთუ ძუელი შჯული ესრეთ იტყჳს, რავდენ უფროჲს ახალსა ამას შინა მადლსა. ჰხედავა, რამეთუ არა ცუდად ვიტყოდე, ვითარმედ დანგი თუ მოიხუეჭო, ათასწილად თანაგაც მიცემაჲ და ბევრწილად, რაჲთა ბრალი იგი ძლით შეგენდოს.

ხოლო ვინაჲთგან ესე ესრეთ არს, რაჲ-მე ჰყო, ოდეს სახლნი სრულნი და საფასენი დიდძალნი მოიხუეჭნე და მცირედი რაჲმე მისცი, და იგი არა შეწუხებულსა მას, არამედ სხუასა ვისმე უცხოსა? რომელი-მე ჰპოო პა-

1 იგავ. 20,6. 2 ლუკ. 6,36.

სუხი მას დღესა, ანუ ვითარი გაქუნდეს სასოებაჲ ცხორებისაჲ? გნებავსა ცნობად, თუ ვითარსა ბოროტსა იქმ ამით საქმითა? ისმინე წერილისაჲ, რასა იტყჳს: „ვითარცა ვინ მოკლის ძე წინაშე თუალთა მამისა მისისათა, ეგრეთვე, რომელმან შეწიროს შესაწირავი საფასეთაგან გლახაკთაჲსა“.1 ესე სიტყუაჲ, ძმანო, გამოვწეროთ გულთა შინა ჩუენთა და გონებათა, ჴელთა ზედა და კედელთა და ყოველსა ადგილსა, რაჲთა შიში ესე შევიდეს ჩუენდა და დაგუაყენოს დღითი-დღედთა კაცის-კლვათაგან, რომელ იქმნების უწყალოებითა და მოხუეჭითა გლახაკთაჲთა. უფროჲსღა, საყუარელნო, ჩუენთაცა მონაგებთაგან ვისწაოთ ყოფად ქველისსაქმისა, რაჲთა ჩუენცა ვპოოთ უხუებით წყალობაჲ ღმრთისაჲ და საუკუნეთა მათ კეთილთა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 ზირ. 34,20.