მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მათეს სახარება 15:30

29. წამოვიდა იქიდან იესო, მივიდა გალილეის ზღვის პირას, მთაზე ავიდა და იქ დაჯდა.30. და მივიდა მასთან დიდძალი ხალხი, თან მოიყოლეს კოჭლნი, ბრმანი, ყრუნი, საპყარნი და სხვანიც მრავალნი, ფერხთით დაუსხეს იესოს და მანაც განკურნა ისინი;31. ასე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ ლაპარაკობდნენ მუნჯნი, იკურნებოდნენ საპყარნი, დადიოდნენ კოჭლნი და ხედავდნენ ბრმანი: და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.
მათეს სახარება თავი 15
30. და მივიდა მასთან დიდძალი ხალხი, თან მოიყოლეს კოჭლნი, ბრმანი, ყრუნი, საპყარნი და სხვანიც მრავალნი, ფერხთით დაუსხეს იესოს და მანაც განკურნა ისინი;
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და წარვიდა მიერ იესუ და მოვიდა ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა და აღვიდა მთასა და დაჯდა მუნ. და მოუჴდა მას ერი მრავალი, რომელთა ჰყვა მათ თანა მკელობელები, ბრმები, ყრუნი, ქუეწარმძრომელნი და სხუანი მრავალნი თითოსახეთაგან სენთა შეპყრობილნი. და დასხნეს იგინი ფერჴთა თანა მისთა, და განკურნნა იგინი, ვიდრე უკჳრდაცა ერსა მას, ხედვიდეს რაჲ, ვითარ-იგი ყრუნი იტყოდეს, და მკელობელნი ვიდოდეს, და ღრეკილნი განიკურნებოდეს, და ბრმანი ხედვიდეს; და ადიდებდეს ღმერთსა“ (15,29-31).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ოდესმე თავადი მიმოვალს და ჰკურნებს, და ოდესმე მიელის მისა მისლვად, რაჲთა მათცა აჩუენონ სარწმუნოებაჲ, ვითარცა აწ ესერა აღვიდეს მთად უძლურნი იგი და მკელობელნი, და მეყსეულად ყოველნი განკურნნა. და იყო ჭეშმარიტად სასწაული დიდებული: ზეტჳრთულნი აღვიდეს მთად და ფერჴითა თჳსითა შთავიდოდეს ხლდომით; აღვიდეს ბრმანი წინაძღომითა სხუათაჲთა და შთავიდოდეს ბრწყინვალითა თუალითა; აღვიდეს შეღრეკილნი და შთავიდოდეს აღმართებულნი. ამისთჳს სიმრავლემან მან განკურნებულთამან და სიადვილემან კურნებისამან განაკჳრვა ერი იგი და ადიდებდეს ღმერთსა.

იხილეა, ვითარ დედაკაცისა მის თხოაჲ ესრეთ მყოარ ჟამ ვედრებითა მიანიჭა, ხოლო ესენი მეყსა შინა განკურნნა? არა თუ ესენი უმჯობეს მისსა იყვნეს და ამისთჳს ყო ესრეთ, არამედ რომელ-იგი უმორწმუნეს ამათსა იყო, ამისთჳს მისისა მის ასულისა კურნებად ჰყოვნიდა, რაჲთა სარწმუნოებაჲ და მჴურვალებაჲ მისი გამოაჩინოს. ხოლო ამათ წამსა შინა მიანიჭა კურნებაჲ, რაჲთა დაუყოს პირი ურწმუნოთა მათ ჰურიათა და ყოველივე მიზეზი მოუწყჳდოს მათ. რამეთუ რაოდენცა უმეტესთა ვინ ქველისმოქმედებათა მიემთხჳოს, ეგოდენ უმრავლესთა სატანჯველთა ღირს იქმნების,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
15:29-31 — მრავალთა განკურნება მთაზე:

29-31. და წარვიდა მიერ იესუ და მოვიდა ზღჳს-კიდესა მას გალილეაჲსასა და აღვიდა მთასა და დაჯდა მუნ. და მოუჴდა მას ერი მრავალი, რომელთა ჰყვა მათ თანა მკელობლები, ბრმები, ყრუნი, ქუეწარმძრომელნი და სხუანი მრავალნი თითო-სახეთაგან სენთა შეპყრობილნი. და დასხნეს იგინი ფერჴთა თანა მისთა, და განკურნნა იგინი, ვიდრე უკჳრდაცა ერსა მას, ხედვიდეს რაჲ, ვითარ-იგი ყრუნი იტყოდეს, და მკელობელნი ვიდოდეს, და ღრეკილნი განიკურნებოდეს, და ბრმანი ხედვიდეს; და ადიდებდეს ღმერთსა ისრაჱლისასა. - იუდეველებისადმი დიდი უნდობლობისა გამო, ქრისტე მუდმივად იუდეაში კი არ ცხოვრობდა, არამედ გალილეაში, რადგან გალილეველნი მათზე უფრო მორწმუნენი იყვნენ. აჰა, მათი რწმენაც: თუმცა კოჭლები და ბრმები იყვნენ, მთაზე მაინც ავიდნენ და არ დაყოვნებულან, იესოს ფეხებში ისე ჩაუვარდნენ, რადგან მას ზეადამიანად მიიჩნევდნენ, რის გამოც კიდევაც განიკურნენ. ასე რომ, მცნებათა მთაზე, სადაც უფალი ზის, შენც ადი. თუნდაც ბრმა იყო და შენ თვითონ მშვენიერებისხილვა არ შეგეძლოს, კოჭლიც რომ იყო და სილამაზეს კი ხედავდე, მაგრამ მასთან მიახლების მადა არ გქონდეს, ყრუ-მუნჯიც რომ იყო, და არც სხვისი ნათქვამის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის